- ნიონში ევროპალიგის ⅛-ფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა
- ტურნირის ამ ეტაპზე ორი ესპანურ-იტალიური წყვილი შედგა
- დავით ხოჭოლავას გუნდს გერმანული ვოლფსბურგს ეთამაშება
ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის ⅛-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ეტაპის პირველი შეხვედრები 12 მარტს ჩატარდება, საპასუხო - 19 მარტს. წყვილებში პირველად დასახელებული გუნდები პირველ მატჩს შინ გამართავენ.
ევროპალიგის 1/8-ფინალს წილისყრა
ბაშაქშეჰირი (თურქეთი) V კოპენჰაგენი (დანია)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) V ვულვერჰემპტონი (ინგლისი)
რეინჯერსი (შოტლანდია) V ლევერკუზენი (გერმანია)
ვოლფსბურგი (გერმანია) V შახტარი (უკრაინა)
ინტერი (იტალია) V ხეტაფე (ესპანეთი)
სევილია (ესპანეთი) V რომა (იტალია)
აინტრახტი (გერმანია) / ზალცბურგი (ავსტრია) V ბაზელი (შვეიცარია)
ლასკ-ი (ავსტრია) V მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
შეგახსენებთ, რომ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირს ერთადერთი ქართველი ლეგიონერის გუნდი შემორჩა - დონეცკის შახტარი, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის. უკრაინულ გუნდს მეტოქედ გერმანული ვოლფსბურგი ერგო.
ევროპალიგის ⅛-ფინალურ ეტაპზე ბაზელის მეტოქე ცნობილი 28 თებერვალს გახდება, როდესაც ზალცბურგისა და აინტრახტის გადადებული საპასუხო მატჩი გაიმართება. ფრანკფურტის კლუბმა პირველი თამაში შინ ანგარიშით 4:1 მოიგო.

ევროპალიგის ¼-ფინალური და 1/2-ფინალური ეტაპების წილისყრა 20 მარტს გაიმართება. ტურნირის გამარჯვებული 27 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსშკი გასამართ ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება.
კომენტარები