Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: კაკტუსმა ლიდერი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კაკტუსი 85:76 ქუთაისი
  • ოლიმპი 80:77 მარნეული
  • სოხუმი 78:93 დინამო

საკალათბურთო სუპერლიგის მირიგი ტურის მთავარი მოვლენა ლიდერის მარცხია. ქუთაისი კაკტუსს ესტუმრა და მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხედ დამარცხდა.

კაკტუსის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო 21 წლის დავით ლომიძემ, რომლის აქტივში 24 ქულაა. სწორედ ლომიძეა მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე, რომელმაც ბოლო წუთზე გადამწყვეტი ქულები მოიპოვა.

შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, კაკტუსი მხოლოდ ქულით იგებდა და სწორედ ამ დროს, ლომიძემ 3-ქულიანი ჩააგდო და თბილისური გუნდი წინ გაიჭრა. დარჩენილ დროში, ლომიძემ საჯარიმო სროლებითაც აკრიფა ქულები და საბოლოოდ, კაკტუსმა მეტოქე 85:76 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, კაკტუსის მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ გამარჯვებას და განსაკუთრებით გუნდის მენეჯერ რევაზ ჩხეიძეს, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. შედეგით კმაყოფილი ვარ. ქუთაისის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და  დიდი მოტივაცია გვქონდა. დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კუთხითაც და ძალიან დაგვეხმარება მომდევნო შეხვედრებში”

თბილისის დინამომ სოხუმთან ფავორიტის სტატუსი გაამართლა და 93:78 დაამარცხა მეტოქე. ანგარიშიდან ჩანს, რომ თამაში თბილისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა.

გამარჯვებული გუნდიდან 5-მა მოთამაშემ გადალახა 10-ქულიანი ზღვარი და მათ შორის საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, რომლის აქტივში 18 ქულა და 8 მოხსნაა.17 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა ალექსანდრე მიტროვიჩმა.

დაძაბული მატჩი შედგა მარნეულის დელტას და თბილისის ოლიმპს შორის. დელტამ ბოლომდე იბრძოლა, სოლიდური ფორაც აღმოფხვრა და მოგებაც შეეძლო, თუმცა გამარკვება მაინც ოლიმპს დარჩა, 80:77.

ოლიმპში 14 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გეგი ბაქრაძე. 13-13 ქულა მოაგროვეს მიხეილ ჭოჭუამ და რევაზ როგავამ. მარნეულში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ნიკოლას ნილი, 20 ქულა და 8 მოხსნა დეანდრე რეის ანგარიშზეა.

მარცხის მიუხედავად, სატურნირო ცხრილში 36 ქულით პირველ ადგილზე ისევ ქუთაისია. მეორე ადგილს 34 ქულით რუსთავი იკავებს, ხოლო დინამოს და კაკტუსს 33-33 ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ

 

კომენტარები

ბოლო ამბები