Thumbnail

ქვილითაიამ თანაგუნდელთან იჩხუბა - გენტის მწვრთნელი გაკვირვებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩაკვეტაძისა და ქვილითიას გენტი ევროპალიგას 1/16-ფინალში გამოეთიშა
  • რომასთან მატჩის შემდეგ, ქვილითაიასა და კოსემანსს შორის კონფლიქტი მოხდა
  • გენტის მწვრთნელი იეს ტორუპი თავის მოთამაშეებთან დალაპარაკებას აპირებს

ბელგიური გენტის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ყურადღების ცენტრში უსიამოვნო ეპიზოდის გამო მოექცა. რომასთან ევროპალიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ, ქვილითაია თავის თანაგუნდელს, სათადარიგო მეკარე კოლინ კოსემანსს დაუპირისპირდა.

გიორგი ქვილითაია ჰენრიხ მხითარიანის წინააღმდეგ

გენტმა რომასთან სტუმრად ჩატარებული მატჩი მინიმალური ანგარიშით (0:1) დათმო, საპასუხოში კი ფრეს (1:1) დასჯერდა და ტურნირს გამოეთიშა. გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო მატჩში შეცვლაზე, 66-ე წუთიდან ითამაშეს, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

📋 მეტი ამ თემაზე:

"ევროპალიგიდან გამოვარდნის გამო, გენტში ყველა იმდენად იმედგაცრუებული იყო, როც ჩხუბიც კი მოხდა. საფინალო სასტვენის შემდეგ კოლინ კოსემანსსა და გიორგი ქვილითაიას შორის დაპირისპირება მოხდა. გენტის ფეხბურთელები ერთმანეთს შემთხვევით დაეჯახნენ, რასაც ქვილითაიას უხეში პასუხი მოჰყვა. იყო ხელისკვრა და გაწევ-გამოწევა, დაპირისპირებულები კი გენტის კაპიტანმა ვადის ოჯიჯა-ოფოემ გააშველა.

მატჩის შემდეგ იეს ტორუპმა (გენტის მთავარი მწვრთნელი) პრესკონფერენციაზე გაკვირვებულმა თქვა: "ეს არ დამინახავს, მაგრამ ორივე მოთამაშესთან ამ თემაზე საუბარი მექნება", - წერს ბელგიური მედია.

გენტის მწვრთნელი იეს ტორუპი რომასთან მატჩის შემდეგ დაღონებული იყო

თავად ფეხბურთელები კონფლიქტთან დაკავშირებით უკვე ხუმრობენ. კოლინ კოსემანსმა ინსტაგრამზე სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ვითომ მისი და გიორგის დაპირისპირებაა დაანონსებული. ფეხბურთელებს შორის ცნობილი მოკრივე ფლოიდ მეივეზერია გამოსახული.

გიორგი ქვილითაია გენტის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს. საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში გენტის მაისურით ყველა ტურნირის 31 მატჩში ითამაშა, მიითვალა 3 გოლი და 6 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები