Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედის 5 გოლი და არსენალის ფიასკო ევროპალიგაზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპალიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე, საპასუხო მატჩები გაიმართა
  • მანჩესტერ იუნაიტედმა მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა
  • ლონდონის არსენალის სენსაციური მარცხი საკუთარ მოედანზე
  • ევროპალიგას 4 პორტუგალიური გუნდი გამოეთიშა
  • სევილია გადარჩა, აიაქსს კი ხეტაფესთან 2:1 არ ეყო

ევროპალიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე საპასუხო მატჩები გაიმართა. მანჩესტერ იუნაიტედმა ბრიუგეს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა მეტოქე. ბელგიაში თამაში 1:1 დასრულდა და ინგლისური გრანდი განაგრძობს ტურნირზე ასპარეზობას. ბელგიელთა რბევას 27-ე წუთზე დაედო სათავე, როდესაც ბრიუგეს მცველმა საკუთარ საჯარიმოში რატომღაც მეკარეობა მოინდომა და ნახტომში ხელით მოიგერია ბურთი. თერთმეტმეტრიანი ფერნანდეშმა გაიტანა, რასაც კიდევ 4 გოლი მოყვა სტუმართა კარში.

მცველის უჩვეულო თამაში და ფერნანდეშის გოლი

დიდ ინტერესს იწვევდა აიაქსი-ხეტაფეს დაპირისპირება. პირველ შეხვედრაში ესპანელებმა 2:0 მოუგეს მეტოქეს და დიდი უპირატესობა შეიქმნეს, თუმცა იყო მოლოდინი, რომ ამსტერდამელები ბოლომდე იბრძოლებდნენ ფორის ამოსაქაჩად. იბრძოლეს კიდეც, თუმცა მხოლოდ 2:1 მოიგეს. თამაში 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ხეტაფე მატამ დააწინაურა და ნათელი გახდა, რომ აიაქსს სასწაული თუ გადაარჩენდა. ხეტაფე მომდევნო ეტაპზეა.

მატას გოლი

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ლონდონში, სადაც არსენალი ოლიმპიაკოსთან დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე ბერძნული გუნდი გავიდა. ინგლისელებს გასვლაზე 1:0 ჰქონდათ მოგებული და ლონდონში ძირითადი დრო ამავე ანგარიშით წააგეს. დამატებით დროში აუბამეიანგმა გაათანაბრა ანგარიში, თუმცა 120-ე წუთზე, ბერძნებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს და დრამატულ ორთბრძოლაში მოიპოვეს მომდევნო ეტაპის საგზური.

ოლიმპიაკოსმა ლონდონში მოიგო და 1/8 ფინალში გავიდა

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ლისაბონში, სადაც ბენფიკა 3:1-ს უგებდა დონეცკის შახტარს, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. უკრაინაში შახტარს 2:1 ჰქონდა მოგებული და შედეგად, 1/8 ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებას ერთბაშად 4 პორტუგალიური გუნდი გამოეთიშა: პორტუ, სპორტინგი, ბრაგა და ბენფიკა. კოპენჰაგენმა სტუმრად 3:1 მოუგო სელტიკს და წინ მიიწევს, ინტერმა კი ცარიელი ტრიბუნების ფონზე, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 2:1 სძლია ლუდოგორეცს. სევილიამ კლუჟთან 0:0 ითამაშა და გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით გავიდა მომდევნო ეტაპზე. არადა, რუმინელებმა ესპანეთში ბოლო წუთებზე გაიტანეს და გოლი ვიდეო-გამეორების შემდეგ გაუქმდა.

აიაქსი 2:1 (0:2) ხეტაფე

გოლები: 0:1 მატა (5), 1:1 დანილო (10), 2:1 ოლივერა (63-საკ. კარში).

არსენალი 0:1 დ.დ. 1:2  (1:0) ოლიმპიაკოსი

გოლები: 0:1 სისე (53), 1:1 აუბამეიანგი (113), 1:2 ელ არაბი (120).

ბენფიკა 3:3 (1:2) შახტარი

გოლები: 1:0 პიცი (9), 1:1 დიასი (12-საკ. კარში), 2:1 დიასი (36), 3:1 სილვა (47), 3:2 სტეპანენკო (49), 3:3 პატრიკი (71).

სელტიკი 1:3 (1:1) კოპენჰაგენი

გოლები: 0:1 სანტოსი (51), 1:1 ედუარდი (83-პენ.), 1:2 ბიელი (85), 1:3 ნდოიე (88).

ინტერი 2:1 (2:0) ლუდოგორეცი

გოლები: 0:1 სოუზა (26), 1:1 ბირაგი (32), 2:1 ლუკაკუ (45).

მან. იუნაიტედი 5:0 (1:1) ბრიუგე

გოლები: 1:0 ფერნანდეში (27-პენ.), 2:0 იგალო (34), 3:0 მაკტომინაი (41), 4:0 ფრედი (82), ფრედი (90).

სევილია 0:0 (1:1) კლუჟი

კომენტარები

ბოლო ამბები