Thumbnail
  • ევროპალიგაზე რვა მერვედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია
  • ლევერკუზენი მარტივად გავიდა, ლასკ-ის მორიგი სენსაცია

ევროპალიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე საპასუხო მატჩები გაიმართა - ყველაზე დაძაბული შეხვედრა სტამბოლში გაიმართა, სადაც ბაშაქშეჰირმა სპორტინგს უმასპინძლა. სტუმრებს პირველი მატჩი 3:1 ჰქონდათ მოგებული.

მასპინძლებმა იგივე შედეგი ძირითად დროში დააფიქსირეს - ვიშჩამ მატჩის 92-ე წუთზე ლისაბონელებს მესამე გოლი გაუტანა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. მატჩის 118-ე წუთზე ვიშჩამ პენალტი გაიტანა და ბაშაქშეჰირს მერვედფინალის საგზური მოუტანა.

ვისჩას ლამაზი გოლი სპორტინგის კარში - 3:1 და დამატებითი დრო

ვისჩას ლამაზი გოლი სპორტინგის კარში - 3:1 და დამატებითი დრო

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2020

ლასკ-მა მორიგი სენსაცია დააფიქსირა. ჯგუფში პსვ ეინდჰოვენის ჩატოვების შემდეგ, ავსტრიულმა კლუბმა 1/16-ფინალური ეტაპიდან ალკმაარი გააგდო. ავსტრიელებმა მატჩი რაგუზის დუბლით მოიგეს და 1/8-ფინალში გავიდნენ.

ბაშაქშეჰირი 4:1 (1:3) სპორტინგი

გოლები: 1:0 შკრტელი (31), 2:0 ალექსიჩი (45), 2:1 ვიეტო (68), 3:1, 4:1 ვიშჩა (92, პენ-118)

ალექსიჩის ულამაზესი გოლი სპორტინგის კარში - 2:0

ალექსიჩის ულამაზესი გოლი სპორტინგის კარში - 2:0 ბაშაქშეჰირი ამ შედეგით მომდევნო ეტაპზე გადის

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2020

ესპანიოლი 3:2 (0:4) ვულვერჰემპტონი

გოლები: 1:0, 2:1, 3:2 კალერი (16, პენ-57, 91), 1:1 ტრაორე (22), 2:2 დოჰერტი (80)

ადამა ტრაორეს გოლი ესპანიოლის კარში - 1:1

ადამა ტრაორეს გოლი ესპანიოლის კარში - 1:1

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2020

ბაზელი 1:0 (3:0) აპოელ

გოლი: ფრაი (პენ-38)

ლასკ 2:0 (1:1) ალკმაარი

გოლები: 1:0, 2:0 რაგუზი (პენ-44, 50)

გენტი 1:1 (0:1) რომა

გოლები: 1:0 დეივიდი (25), 1:1 კლუივერტი (29)

მალმიო 0:3 (1:2) ვოლფსბურგი

გოლები: 0:1 ბრეკალო (41), 0:2 გერჰარდტი (65), 0:3 ჟოაო ვიქტორი (69)

პორტუ 1:3 (1:2) ლევერკუზენი

გოლები: 0:1 ალარიო (10), 0:2 დემირბეი (50), 0:3 ჰავერცი (57), 1:3 მარეგა (65)

კომენტარები

ბოლო ამბები