Thumbnail

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტმა ევროპალიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში რომას უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. შემდეგ ეტაპზე იტალიური კლუბი გავიდა, რადგან რომში 1:0 ჰქონდა მოგებული. გენტის დანიელმა თავკაცმა იეს ტორუპმა ორივე ქართველი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.

📺 1:0 დევიდი 25'

გენტის 20 წლის ლიდერმა ახლო მანძილიდან გაიტანა უკრაინელი ბეზუსის ჩაწოდების შემდეგ და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა.

📺 1:1 კლუივერტი 29'

ჰენრიხ მხითარიანის პასით ჯასტინ კლუივერტმა სტუმართათვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

66-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ბეზუსი შეცვალა, გიორგი ქვილითაიამ კი დეპუატრი. ქართველებმა რამდენჯერმე სცადეს თამაშის გამწვავება. 

whoscored.com-ის შეფასებები: ჩაკვეტაძე - 6.4; ქვილითაია - 6.2.

კომენტარები

ბოლო ამბები