- ავსტრიაში ქარიშხალს ელიან, ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება
- ფრანკფურტელებს 1/16-ფინალის პირველი მატჩი 4:1 აქვთ მოგებული
უეფას ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ავსტრიულ ზალცბურგსა და გერმანულ აინტრახტს შორის, რომელიც დღეს გვიან ღამით იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.
თუკი შეიძლება, რომ ამ ცნობაში რაიმე პოზიტიური ვეძებოთ, ისაა, რომ თამაშის ჩაშლის მიზეზი კორონავირუსი არაა.
ავსტრიაში ხსენებული ვირუსის მხოლოდ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული და განგაშის საფუძველი არ არსებობს, სამაგიეროდ, დღეს, ქვეყანაში ქარიშხალს ელიან, რის გამოც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
პროგნოზის თანახმად, დღის ბოლოსკენ ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ პირობებში ფეხბურთის თამაში კი შეუძლებელი იქნება.
არსებული ინფორმაციით, მატჩი პარასკევს ჩატარდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანკფურტში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.
კომენტარები