Thumbnail

'მასში საუკეთესოები მოხვდებიან' - პრემიერლიგა დიდების დარბაზს ხსნის

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • პრემიერლიგამ დიდების დარბაზის გახსნა დააანონსა
  • პირველი ორი წევრი 19 მარტს დასახელდება

პრემიერლიგამ დიდების დარბაზის გახსნა დააანონსა. ინგლისის უმაღლესი ლიგის "დიდების დარბაზის" პირველი ორი წევერი 19 მარტს დასახელდება. დანარჩენ წევრებს ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გულშემატკივრებთან ერთად აირჩევს. ცოტა ხანში გამოქვეყნდება მოკლე სია, სადაც ფანები ხმას მიცემენ და აირჩევენ მოთამაშეებს, რომლებიც "დიდების დარბაზში" მოხვდებიან.

დიდების დარბაზის წევრები იქნებიან ის პირები, რომლებსაც კარიერა უკვე დამთავრებული აქვთ. შეგახსენებთ, რომ ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას პრემიერლიგა 1992 წელს ეწოდა. შესაბამისად პრემიერლიგის დიდების დარბაზში მხოლოდ ისინი მოხვდებიან ვინც ჩემპიონატში 1992 წლიდან ასპარეზობდნენ.

"1992 წლიდან მოყოლებული პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების სახლი გახლდათ, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თაობები და გვაჩუქეს ფანტასტიკური სეზონები. პრემიერლიგის დიდების დარბაზში მხოლოდ საუკეთესოები მოხვდებიან", - განაცხადა პრემიერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერსმა.

კომენტარები

ბოლო ამბები