Thumbnail

ხელბურთი | სპორტუნმა სამტრედიას მოუგო, იმედმა წყალტუბოს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სამტრედია 28:40 სპორტუნი 
  • წყალტუბო 19:30 იმედი-სტუ 

საქართველოს ხელბურთის უმაღლეს ლიგაში სტუ-იმედმა 30:19 დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, სპორტის უნივერსიტეტმა 40:28 მოუგო სამტრედიას. ჩემპიონატი 3 მარტს გაგრძელდება თბილისში.

სტუ-იმედი, მოგების შემდეგ 2 ქულამდე დაუახლოვდა მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისს და 4 ქულით გაასწრო მეხუთეზე მყოფ პეგასს, თუმცა, იმედს ჯერ კიდევ სათამაშო აქვს მეორე წრის მატჩები ლიდერებთან: ბათუმთან და ქუთაისთან, მაშინ როდესაც პეგასი დარჩენილ 2 ტურში სამტრედიას და წყალტუბოს ხვდება.

სპორტის უნივერსიტეტმა დამაჯერებლად მოუგო სამტრედიას, 40:28, დააგროვა 8 ქულა, გაასწრო გორს, დაეწია დღევადელ მეტოქეს და უკეთესი პირადი ბალანსით (34:36, 40:28), მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს. 

სამტრედია 28:40 სპორტუნი 

სამტრედია: ფახურიძე, ხონელიძე, დუნდუა - ძნელაძე 7, ხომერიკი 5, ადამია 5, ქავზინაძე 4, აფრიდონიძე 2, ჟვანია 2, თევზაძე 1, ნადირაძე 1, კიკაბიძე 1, ხელისუფალი.

სპორტუნი: ხანდოლიშვილი - ბულბულაშვილი 18, იმნაძე 9, იობაშვილი 7, ჩაკვეტაძე 2, ზურაბიანი 2, ჩიკვილაძე 1, დელიბაშვილი 1.

წყალტუბო 19:30 იმედი-სტუ 

წყალტუბო: სილაგაძე, ნიჟარაძე - ჯიმშელეიშვილი 11, გველესიანი 2, ნ. ბაბუნაშვილი 2, ქაშიბაძე 1, რ. ბაბუნაშვილი 1, ფანცხავა 1, კოვზირიძე 1, მუკბანიანი, გოდოლაძე.

იმედი: ცინცაძე - გოგალაძე 9, ყორიაული 7, ალანია 5, ერისთავი 3, ჭელიძე 3, აბჟანდაძე 2, დოლმაზაშვილი 1,  გავაშელიშვილი, თიგიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები