Thumbnail
  • ფრანგული გამოცემის თანახმად, კულიბალიმ პარიზში სახლი იყიდა
  • ზაფხულიდან მოყოლებული კალიდუს ტრანსფერზე ბევრი იწერება

ფრანგული გამოცემის Le parisien-ის ინფორმაციით, ნაპოლის ცენტრალურმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ პარიზში 3.4 მილიონ ფუნტად აპარტამენტი იყიდა. ეს კი გამოცემისთვის დასტური იყო, რომ ფეხბურთელი ზაფხულში პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდება.

დიდი ხანია მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ კულიბალიმ ნაპოლი უნდა დატოვოს და სხვა გუნდს შეუერთდეს. ყველაზე აქტიურად მისი ტრანსფერის განხორციელება მანჩესტერ იუნაიტედს სურდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა 28 წლის ფეხბურთელი ინგლისში არ წავა.

კალიდუს ნაპოლი ძალიან უყვარს და გუნდში თავს კარგადაც გრძნობს, თუმცა მას ცუდი ურთიერთობა აქვს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან. სწორედ ამიტომ დიდი შანსია ცენტრალურ მცველს კლუბის გამოცვლა მოუნდეს.

ფრანგული გუნდი კალიდუს ტიაგო სილვას შემცვლელად განიხილავს. ბრაზილიელ მცველს კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება. უკვე ცნობილია, რომ ტიაგო პარიზულ გუნდთან ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს და კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ინტერი
  • ლაციო

კომენტარები

ბოლო ამბები