Thumbnail

UFC | გიგა ჭიკაძე 8 მარტს იბრძოლებს, მეტოქე კი ჯამალ ემერია

  • გიგა ჭიკაძეს ოქტაგონზე მეორე ბრძოლა 29 თებერვალს უნდა გაემართა
  • ქართველის მეტოქემ, მაიკ დევისმა ბრძოლაზე უარი თქვა

გიგა ჭიკაძეს UFC-ის ოქტაგონზე მეორე ბრძოლა 29 თებერვალს უნდა გაემართა, მაგრამ მისმა მეტოქემ, მაიკ დევისმა ბრძოლაზე უარი თქვა. დევისმა მიზეზად ტრავმა დაასახელა, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა და არის ეჭვი, რომ მაიკმა უბრალოდ ბრძოლას აარიდა თავი.  

ახალი ინფორმაციით, გიგა ჭიკაძე მომდევნო ორთაბრძოლას 8 მარტს, ლას ვეგასის ტი მობაილ არენაზე ჩაატარებს. ქართველი მებრძოლის მეტოქე ჯამალ ემერი იქნება.

ინტერვიუგიგა ჭიკაძე: ჩემი მიზანია, გავხდე ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი!

გიგა ჭიკაძემ UFC-ში პირველი ბრძოლა ბრენდონ დევისთან გამართა და დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ მაშინაც, ჭიკაძის მეტოქე მაიკ დევისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. გამოდის, რომ მაიკ დევისმა გიგა ჭიკაძესთან დაპირისპირებას ორჯერ აარიდა თავი.

კომენტარები

ბოლო ამბები