Thumbnail

სკანდალი კოსოვოს ფეხბურთში – პრეზიდენტი დააკავეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • აგიმ ადემის ბრალად ქრთამის შეთავაზება ედება
  • კოსოვო პლეი ოფში საქართველოს შესაძლო მეტოქეა

კოსოვოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგიმ ადემი პატიმრობაში 9 თვეს გაატარებს.

Pasi Gjykata e Apelit dha vendimin përfundimtar, sipas statutit, Agim Ademi duhet të jap dorëheqje Shpallja e zgjedhjeve të jashtëzakonshme

Posted by IndeksOnline on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2020

58 წლის ჩინოვნიკის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ 2012 წელს აღიძრა და მას შემდეგ, ადემი თავის დაძვრენას ახერხებდა, თუმცა, ახლა ციხეში წასვლა მაინც მოუწევს.

ფედერაციის თავკაცს ბრალი ქრთამის მიცემაში ედება. როგორც ირკევა, ის და მისი მეგობარი დედაქალაქ პრიშტინას მერიის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს 30 000 ევროს ანაც BMW X5-ს სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დოკუმენტების გაყალბებას ითხოვდნენ.

ეს, ყველაფერი სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის გახდა ცნობილი და საქმე ისე წავიდა, რომ ადემიმ ერთბაშად ყველაფერი დაკარგა – თავისუფლებაცა და თანამდებობაც.

ცნობისთვის, აგიმმა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 2018 წლის ივლისში მას შემდეგ ჩაიბარა, რაც მისი წინამორბედი ფადილ ვოკრი გარდაიცვალა. მანამდე, ის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ეროვნული ნაკრები საქართველოს მსგავსად, ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალშია გასული და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.

თუკი ნახევარფინალებში ქართველმა და კოსოვოელმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს, ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელის ვინაობას ურთიერთშეხვედრაში, თბილისში, გაარკვევენ.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები