Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ფრანგულმა ლიონმა შინ ტურინის იუვენტუსი 1:0 დაამარცხა. ლიგა 1-ის გუნდმა საპასუხო შეხვედრის წინ კარგი შანსი მიიღო მეოთხედფინალში გასასვლელად, თუმცა ტურინში იუვენტუსი მაინც ფავორიტია.

ფანმა რონალდომდე მიღწევა მოახერხა

შეხვედრის ბოლო წუთებზე მოედანზე პატარა გულშემატკივარი შევარდა, რომელიც რონალდოს მიმართულებით გაიქცა. კრიშტიანო ფანს ცუდად შეხვდა, ხელი კრა და გაუბრაზდა. პორტუგალიელის ასეთი საქციელი იმით შეიძლება აიხსნას, რომ მისი გუნდი აგებდა, გულშემატკივრის შევარდნა კი დროის დაკარგვას უდრიდა.

35 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც თავი 2 გოლით გამოიჩინა. რონალდო შესანიშნავად ასპარეზობს სერია A-ში, სადაც მან 21 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელს 2-ჯერ გაატანინა.

კომენტარები

ბოლო ამბები