Thumbnail
  • რუსეთთან მატჩის დროის ცვლილება სტადიონის გაუმართაობამ გამოიწვია
  • არსებობდა რისკი, თამაშის მსვლელობისას განათება მწყობრიდან გამოსულიყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ფინალურ მატჩში რუსეთს უმასპინძლებს. 14 მარტს დაგეგმილი თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც საქართველოს რაგბის კავშირი იუწყება, შეხვედრა სტარტს 16:00 საათზე აიღებს.

მატჩის დაწყების დროის ცვლილება სტადიონის განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. როგორც ირკვევა, არსებობდა რისკი, რომ თამაშის მსვლელობისას სტადიონის განათება მწყობრიდან გამოსულიყო.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 3 ტურის თავზე "ბორჯღალოსნები" 14 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, "დათვები" კი 4 ქულით ბოლო პოზიციაზე რჩებიან.

მომავალ შეხვედრაში ფავორიტის ვინაობა ერთმნიშვნელოვანია გასული მატჩების სტატისტიკის გათვალისწინებითაც: ქართველ მორაგბეებს მეტოქე 21-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, რუსების აქტივში ერთადერთი გამარჯვებაა, 1 მატჩი კი ფრედ გახლავთ დასრულებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის თამაშის ბილეთები ონლაინ რეჟიმში უკვე იყიდება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში კი ბილეთების რეალიზაცია 9 მარტს დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები