Thumbnail

‘ქალაქი შეიშალა, სუპერმარკეტები ცარიელია’ - ჩრდილოეთ იტალიაში პანიკაა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბერგამოს ატალანტას ფეხბურთელმა ქალაქში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა
  • ‘კიკერთან’ ინტერვიუში გერმანელმა აღნიშნა, რომ ქალაქში ქაოსია

კორონავირუსის გავრცელებამ იტალიის ჩრდილოეთში ისტერია გამოიწვია. ვირუსი ძირითადად ლომბარდიის მხარეშია გავრცელებული (მილანი, ბერგამო, ბრეშა, მონცა). გასულ უიქენდზე სერია A-ს რამდენიმე მატჩი და თითქმის ყველა დიდი ღონისძიება გაუქმდა. 

ბერგამოს ატალანტას გერმანელმა ფეხბურთელმა რობინ გოზენსმა ‘კიკერთან’ ინტერვიუში ქალაქში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

ბერგამოს ატალანტას გერმანელი ფეხბურთელი რობინ გოზენსი

“ადვილად შესამჩნევია, რომ ბერგამოში დიდი პანიკაა, რის გამოც ყველა ნერვიულობს, - აცხადებს 25 წლის ფეხბურთელი, - მთელი ქალაქი შეშლილია. პანიკურად იყიდეს ყველაფერი. სუპერმარკეტები დაცარიელებულია. მაკარონი, ბრინჯი, ხილი, ბოსტნეული - არაფერი დატოვეს, რადგან ხალხი პანიკაშია. რესტორნების გარკვეული ნაწილიც დაიხურა. ყველა საჯარო შენობა, როგორებიცაა სკოლები, მუზეუმები, საბავშვო ბაღები - ყველაფერი დაკეტილია. ხალხი ქუჩებში მხოლოდ პირბადეებით დადის.”

'მაკარონი, ბრინჯი, ხილი, ბოსტნეული - არაფერი დატოვეს, რადგან ხალხი პანიკაშია'

ატალანტას გერმანელი ლეგიონერი იტალიურ მედიას აკრიტიკებს - მისი აზრით, პანიკა ბერგამოში და ზოგადად იტალიის ჩრდილოეთში ჟურნალისტების ბრალიცაა. “ეს პატარა და ლამაზი ქალაქი რამდენიმე დღეში ისტერიამ მოიცვა,” - ამბობს გოზენსი ‘კიკერთან’ ინტერვიუში. მისი თქმით, ატალანტა ჩვეულებრივად ვარჯიშს აგრძელებს, მაგრამ მაინც დიდი გაურკვევლობაა: “ჯერ არ ვიცით, თამაშებს ჩვეულებრივად ჩავატარებთ, თუ მაყურებლების გარეშე. ყველაფერი გაურკვეველია.”

შეგახსენებთ, რომ ბერგამოს ატალანტა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, სადაც პირველი მატჩი ესპანურ ვალენსიას 4:1 მოუგო და ბრწყინვალე შანსი აქვს, მეოთხედფინალში გავიდეს. იტალიის ჩემპიონატში ატალანტა მე-4 ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები