Thumbnail

NBA | 21-ე სამმაგი დუბლი! ლუკა დონჩიჩმა ჯეისონ კიდის რეკორდი გაიმეორა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სან ანტონიო სპურსი 103:109 დალას მავერიკსი
  • ტექსასური დუელი დალასმა მოიგო
  • ლუკა დონჩიჩი ჯეისონ კიდს გაუთანაბრდა

დალასმა სან ანტონიოსთან პრინციპული მატჩი მოიგო. ლუკა დონჩიჩისა და კრისტაპს პორზინგისის ბრწყინვალე თამაშის დამსახურებით, მავერიკსმა AT&T Center ცენტრში მასპინძელი სპურსი 109:103 დაამარცხა - დალასისთვის ეს ბოლო 5 თამაშში მე-4 გამარჯვებაა.

ლუკა დონჩიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა

მატჩში ყველაზე მეტი ქულა დალასის ლატვიელმა ფორვარდმა კრისტაპს პორზინგისმა დააგროვა - მის ანგარიშზე 28 ქულა და 12 მოხსნაა. დონჩიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა: 26 ქულით, 10 მოხსნით და 14 პასით. 20 წლის სლოვენიელისთვის ეს 21-ე სამმაგი დუბლია, რითაც ის მავერიკსის ისტორიაში ჯეისონ კიდს გაუთანაბრდა.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

გარდა ამისა, დონჩიჩს 21 წლამდე იმდენი სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული, რამდენიც ამ ასაკში მეჯიქ ჯონსონს, ლებრონ ჯეიმსს, ლამარ ოდომს, ლონზო ბოლს, კრის პოლს და ენტონი უოკერს ჰქონდათ.

59 თამაშის შემდეგ, 36 მოგებით და 23 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. სან ანტონიოს 24 გამარჯვება და 33 წაგება აქვს - სპურსი მე-11 პოზიციაზეა.

📺 ვიდეო: სან ანტონიო 103:109 დალასი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები