Thumbnail

'ჩემპიონთა ლიგაში ეს არასაკმარისია' - სარი ლიონთან მარცხის მიზეზზე

ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ მატჩში ლიონმა საკუთარ მოედანზე ტურინის იუვენტუსი დაამარცხა. "სტად დე ლიუმერზე" გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი ლუკა ტუსარმა შეაგდო.

მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

რუდი გარსია (ლიონი): "ეს იყო მატჩი ორი განსხვავებული ტაიმით. პირველი ძალიან კარგი გამოგვივიდა. არამხოლოდ თავს ვიცავდით, თამაშსაც ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში ბურთი დავთმეთ, ბოლოს კი, როდესაც ოთხი თავდამსხმელით შემოგვიტეს, მთელი გუნდით თავის დაცვა მოგვიხდა.

გოლი არ გავუშვით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პირველ მატჩს შინ ატარებ. მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ პირველ ტაიმში მეორედაც ვერ გავიტანეთ".

რუდი გარსია ტურინში მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობით ჩადის

მაურიციო სარი (იუვენტუსი): "პირველ ტაიმში ბურთს ნელა ვამოძრავებდით. მეორე ნახევარი უკეთესი კი გამოგვივიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებისთვის მხოლოდ ერთი ტაიმის კარგად თამაში არ კმარა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფეხბურთელებს ვერ გავაგებინე ბურთის სწრაფად გადაადგილების მნიშვნელობა. ეს ფუნდამენტურია. ამაზე მომავალში მუშაობას გავაგრძელებთ და იმედია, ადრე თუ გვიან ამას გაიგებენ.

შეტევაში თავდაჯერება და აგრესია არ გვყოფნიდა, დაცვაში კი იგივე 15 წუთის განმავლობაში დაგვაკლდა. არ გაგვიმართლა დე ლიხტის ტრავმის ეპიზოდში".

იუვენტუსისა და ლიონის საპასუხი 1/8-ფინალური დაპირისპირება ტურინში 18 მარტს გაიმართება.

გამოკითხვა

ვინ გაუტანს რომას?

  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • გიორგი ქვილითაია
  • ორივე გაუტანს
  • ვერცერთი

 

კომენტარები

ბოლო ამბები