Thumbnail
  • რეალი 1:2 მანჩესტერ სიტი
  • სერხიო რამოსი საპასუხო მატჩს გამოტოვებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

📺 1:0 ისკო 60'

მანჩესტერ სიტის ფეხბურთელებმა საოცრად უპასუხისმგებლოდ ითამაშეს, ბურთი ვინისიუს ჟუნიორმა ჩაიგდო და ისკოს ანგარიში გაახსნევინა.

📺 1:1 გაბრიელ ჟეზუში 78'

კევინ დე ბრუინმა რეალის დაცვა საჯარიმოში შეარცხვინა, მის ჩაწოდებულს კი თავით ბრაზილიელი გაბრიელი გამოეხმაურა.

📺 1:2 დე ბრუინი 83'

კარვახალმა სტერლინგი მოცელა და პენალტი კევინ დე ბრუინმა მშვიდად შეასრულა

📺 სერხიო რამოსის გაძევება 86'

გაბრიელ ჟეზუშის წაქცევისთვის მსაჯმა მოედნიდან რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი გააძევა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ხოსეპ გვარდიოლა გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 28 მატჩი მოიგო, მან კარლო ანჩელოტის, ჟოზე მოურინიოსა და სერ ალექს ფერგიუსონს (27-27 გამარჯვება) გადაუსწრო.

⚽ 21-ე საუკუნეში რეალს ყველაზე მეტჯერ გვარდიოლამ მოუგო - 10. 

⚽ პირველ ტაიმში რეალმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ სამჯერ დაარტყა. 

⚽ სერხიო რამოსმა ყველაზე მეტი მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე - 124. მან ჯიჯი ბუფონს გადაუსწრო. 

რეალი 1:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 1:0 ისკო (60), 1:1 გაბრიელ ჟეზუში (78), 1:2 დე ბრუინი (83-პენ)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, ფ. მენდი - მოდრიჩი (84. ლუკას ვასკესი), კაზემირო, ვალვერდე - ისკო (84. იოვიჩი), ბენზემა, ვინისიუსი (75. ბეილი) 

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, ოტამენდი, ლაპორტი (33. ფერნანდინიო), ბ. მენდი - გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი - მაჰრეზი, გაბრიელ ჟეზუში, ბ. სილვა (73. სტერლინგი)

გამოკითხვა

ვინ გაუტანს რომას?

  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • გიორგი ქვილითაია
  • ორივე გაუტანს
  • ვერცერთი

კომენტარები

ბოლო ამბები