Thumbnail
ოქრიაშვილმა გოლი მკერდით გაიტანა

როცა კვიპროსის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში (რომელიც ამავე დროს ფამაგუსტას დერბიცაა) ანორთოსისი 1:1 დაუზავდა ნეა სალამინას, თემურ ქეცბაიამ განაცხადა, პირობას გაძლევთ, საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთო და ასეც მოხდა - ანორთოსისმა 2:0 მოიგო. 

სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 85-ე წუთზე სტუმართა მეორე გოლი მკერდით გაიტანა და ორ-მატჩიანი დაპირისპირების ბედიც საბოლოოდ გადაწყვიტა. 

ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო, ხოლო ნიკა კაჭარავა განაცხადში არ ყოფილა. 

თემურ ქეცბაიას გუნდი თასის ნახევარფინალშია

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "პირველ რიგში, ბიჭები იმსახურებენ იმას, რომ ნახევარფინალში გასვლა მივულოცოთ. წინა თამაშში ძალიან ცუდი შედეგი ვაჩვენეთ ჩემპიონატში და ერთი ორად სასიხარულოა, რომ მოვუგეთ გუნდს, რომელიც ძალიან კარგად გვეთამაშა პირველ მეოთხედფინალურ მატჩში.

0:5-მა ძალიან იმოქმედა ბიჭების ღირსებაზე. ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. ასეთი რამ შესაძლოა, 100 წელიწადში ერთხელ დაგამერთოს. თუმცა ასეთი წაგების მიუხედავად, ჩვენ მაინც სამი ქულა დავკარგეთ". 

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები