Thumbnail

ლევანდოვსკი ტრავმირებულია - ბაიერნმა მთავარი ბომბარდირი დაკარგა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნის ფორვარდმა მუხლი ლონდონის ჩელსისთან მატჩში დაიზიანა
  • 31 წლის პოლონელ ფეხბურთელს ფეხზე თაბაშირის გაკეთება მოუწევს
  • წინასწარი ვარაუდიდთ, ლევანდოვსკის დაახლოებით თვე გაუცდება 

მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ტრავმირებულია. გერმანული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 31 წლის პოლონელ ბომბარდირს დაახლოებით ოთხი კვირა გაუცდება. 

ლევანდოვსკიმ მარცხენა მუხლი ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში, ჩელსისთან სტუმრად ლონდონში გამართულ შეხვედრაში დაიზიანა. მატჩი ბავარიელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს, პოლონელმა თავდამსხმელმა კი გოლი და ორი საგოლე პასი მითვალა.

პოლონელმა ტრავმა ჩელსისთან ლონდონურ მატჩში მიიღო

რობერტ ლევანდოვსკის 10 დღის განმავლობაში ფეხზე თაბაშირი უნდა ეკეთოს, რის შემდეგაც აღდგენით პროცედურებს ჩაიტარებს. 

მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო ბომბარდირია - 6 მატჩში გატანილი 11 გოლით. ის ამ მხრივ საუკეთესოა ბუნდესლიგაშიც, სადაც ჩატარებულ 23 შეხვედრაში უკვე 25 გოლი მიითვალა.

ბაიერნისა და ჩელსის საპასუხო ⅛-ფინალური დაპირისპირება მიუნხენში 19 მარტს ჩატარდება და ლევანდოვსკი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები