Thumbnail
  • 20-წლამდელებმა საფრანგეთში პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს
  • მასპინძელთა გუნდს ყველა კომპონენტში დიდი უპირატესობა ჰქონდა
  • მაისურაძის გუნდი ფრანგებს მეორედ 1-ელ მარტს დაუპირისპირდება

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან (საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან) დაგეგმილი ორი საკონტროლო მატჩიდან პირველი გამართა. 

ქალაქ ბერგში გამართულ შეხვედრაში, ილია მაისურაძის შეგირდები ანგარიშით 5:42 დამარცხდნენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, მასპინძლების დომინირებით წარიმართა. საქართველოს ნაკრებიდან ლელო, პირველ ტაიმში, თემურ კოხოძის კარგი გარღვევის შემდეგ, ლუკა მატკავამ მიითვალა. ფრანგებმა ჯამში 5 ლელოს გატანა მოახერხეს, აქედან 4 - მატჩის მეორე ნახევარში.  

ქართველი მორაგბეების თამაშით უკმაყოფილო დარჩნენ უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში. 

"ზურგქარში პირველი ტაიმი 5:13 დავთმეთ, შესვენების შემდეგ კი, ფეხით მეტოქის ნახევარზე გადასვლის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. ორივე ტაიმში ყველა კომპონენტში დავიჩაგრეთ, როგორც თამაშის სურვილში, ასევე აგრესიასა და ტექნიკაში. იმდენი პასი გაფუჭდა, რომ შეტევის შანსი პრაქტიკულად არ გვქონდა - ბურთს პირველივე, ან მეორე ფაზაში ვკარგავდით", - ამბობს ლადო კილასონია.

უმცროსი ბორჯღალოსნები მოსამზადებელი სერიის მეორე დაპირისპირებას საფრანგეთში 1-ელ მარტს გამართავენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთში 30 მორაგბით გაემგზავრა, საიდანაც  22 ქართული კლუბებიდანაა, 8 კი ლეგიონერია. შემადგენლობაშია გუნდის კაპიტანი დემე თაფლაძეც, რომელსაც მთავარ გუნდში დებიუტი ბელგიასთან ჰქონდა, უმცროს ბორჯღალოსნებს კი მოგვიანებით შეუერთდა.

საფრანგეთი 42:5 საქართველო

საქართველოს ნაკრები: 15. დავით ნინიაშვილი (ხვამლი), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. ლაშა ლომიძე (აია), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი);

1. დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსი ჭიჭიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), 8. იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. საბა ხონელიძე (აია), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. დავით გვიდიანი (ორიაკი, საფრანგეთი), 20. საბა კურტანიძე (ხვამლი), 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 25. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 26. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 27. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), 28. გივი ცინცაძე (არმაზი), 29. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 30. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი).

კომენტარები

ბოლო ამბები