Thumbnail

მარცხი 40 წუთში - ბასილაშვილი დუბაის ტურნირს მერვედფინალში დაემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

დუბაის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (29) გერმანელ იან-ლენარდ შტურფს (34) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 0:6. 

პირველ სეტში ნიკამ მომქანცველ ბრძოლაში ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი 5:7, 7:6, 6:3 დაამარცხა, მაგრამ მე-2 წრეში ბრძოლისთვის მზად აღარ აღმოჩნდა. 

ცნობისათვის:
ATP ტურზე ყველაზე მალე თამაში იან შანმა (ჩინეთი) წააგო ფრანსისკო კლავეტთან - 0:6, 0:6. ეს მატჩი 25 წუთს გაგრძელდა.

დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 950 420 ევროა. ცნობისთვის, ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე შარშანაც ითამაშა და საკმაოდ წარმატებითაც, რადგანაც მეოთხედფინალამდე მისვლა და 90 სარეიტინგო ქულის გამომუშავება მოახერხა.

ჩოგბურთელმა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს 6:4, 6:1 მოუგო, მერვედფინალში სწორედ ხსენებულ ბაუტისტა აგუტს 6:7 (2:7), 6:4, 6:3 სძლია, შემდეგ კი მე-6 განთესვის მქონე ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 (1:7) დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები