Thumbnail

ბათუმის სტადიონი - გარე განათების მონტაჟი დასრულებულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გარე ფასადი, შესაძლოა, სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს
  • ახალი ფოტოები ბათუმის მშენებარე სტადიონიდან

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა. ამჟამად, განათება სატესტო რეჟიმშია და დეტალურ შემოწმებას გადის, შესაბამის ფოტოებს კი შპს “სტადიონი” ავრცელებს.

განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს.

განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. უშუალოდ ნათება დიოდურია და მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობას სამუშაოები სტადიონის მედია ლოჟასა და პრესისთვის განკუთვნილი ტერიტორიაზე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ, უეფას რეგულაციებთან.

საერთო ჯამში, ბათუმის ახალი სტადიონზე სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და სავარაუდოდ, არენა ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

ბათუმის სტადიონის გარე განათება

ბათუმის სტადიონის გარე განათება

ბათუმის სტადიონის გარე განათება

ბათუმის სტადიონის გარე განათება

კომენტარები

ბოლო ამბები