Thumbnail

‘ის ჩემს დონეზე ვერ ითამაშებდა’ - მარადონა მესიზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეგენდარულმა არგენტინელმა თანამემამულეზე ისაუბრა
  • დიეგო მარადონას ლეოს ნაპოლიში ტრანსფერი სურს

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, რომელიც ამჟამად ხიმნასია ი ესგრიმას მთავარი მწვრთნელია, თანამემამულე ლიონელ მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მის დონეზე თამაშს ვერ მოახერხებდა.

“რომ შემეძლოს, მესის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად საინტერესო იქნებოდა. კარგი იქნებოდა, ის ნაპოლიში რომ აღმოჩნდეს. გუნდს დახმარება ნამდვილად სჭირდება.

ლეოს არასოდეს გაუვლია ისეთი რთული პერიოდები, როგორც მე მქონდა, თუმცა, თავის სიტყვას ალბათ მაინც იტყოდა.

უფრო ნათლად ვიტყვი: ის იმას ვერ გააკეთებდა, რაც მე შევძელი, თუმცა, მისი ნაპოლიში ტრანსფერი მაინც კარგი იქნებოდა”.

შეგახსენებთ, რომ მარადონა ნეაპოლელთა ღირსებას 1984-1991 წლებში იცავდა და დღემდე, გუნდის ლეგენდარულ მოთამაშედ რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები