Thumbnail

კორონავირუსუსის გამო ბაშოც უქმდება? ოსაკაში სამ ვარიანტს განიხილავენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სუმოს ასოციაცია ბაშოს გაუქმების საკითხზე 1-ელ მარტს იმსჯელებს
  • იაპონიაში უკვე გაუქმდა ბევრი სპორტული ღონისძიება

8 მარტს იაპონიის ქალაქ ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი, ჰარუ ბაშო იწყება, რომლისთვისაც ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დასავლეთის მე-9 მაეგაშირას რანგში იჭიდავებს, თუმცა ბაშოს ჩატარება სერიოზული საფრთხის წინაშეა. მიზეზი კორონავირუსია...

📋 მეტი კორონავირუსის თემაზე: 

დიდი ჩემპიონის დოჰიო ირი, სპეციალური ცერემონიალი, რომელიც 29 თებერვალს უნდა გამართულიყო უკვე ოფიციალურად გაუქმდა. ასევე გაუქმდა ბაშომდე გასამართი კიდევ რამდენიმე ცერემონიალი (მაგალითად ბაშოს ღამის ფესტივალი, რომელიც 3 მარტს უნდა გამართულიყო), რაც შეეხება ბაშოს - გადაწყვეტილებას პირველ მარტს მიიღებენ. არსებობს სამი შესაძლო ვარიანტი:

1. ბაშო ჩატარდება დათქმულ ვადებში ჩვეულებრივად.

2. ბაშო ჩატარდება დათქმულ ვადებში მაყურებლის გარეშე.

3. ბაშო გაუქმდება.

იოკოძუნას დოჯიო-ირის ცერემონიალი უკვე გაუქმდა

"ჯაპან ტაიმსი" წერს, რომ ბაშოს გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იქნება. ოსაკაში ბაშო 1946 წლის შემდეგ სულ ორჯერ გაუქმდა. არადა, ოსაკაში ბოლო 15 დღის განმავლობაში უკვე 107 ათასი ბილეთი გაიყიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები