Thumbnail
  • თამაშამდე ზუსტად 1 თვით ადრე, ბილეთები სრულადაა რეალიზებული
  • საქართველო-ბელარუსის ნახევარფინალი 26 მარტს თბილისშია დაგეგმილი

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ეს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

ის, რომ 26 მარტს თბილისში დაგეგმილ ევრო 2020-ს პლეი ოფის ნახევარფინალზე სრული ანშლაგი იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, თუმცა, მაინც სასიამოვნოა, რომ ეს ფაქტი თამაშამდე უკვე 1 თვით ადრე გაოფიციალურდა.

ცნობისთვის, ბილეთების ონლაინ რეალიზაცია 15 თებერვლიდან TKT.ge-ზე მიმდინარეობდა, ფიზიკური გაყიდვა კი, "დინამო არენას" სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყო.​

შეგახსენებთ, რომ მომავალ შეხვედრაზე ქართველი ქომაგებისთვის სარეალიზაციოდ 51 493 ბილეთი იყო გამოტანილი, რომლებიც უკვე სრულადაა ათვისებული, კიდევ 2 646 ბილეთი კი ბელარუსებს ეკუთვნით და ამ შემთხვევაში, ქვოტა, ჯერჯერობით, სრულად გამოყენებული არაა.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები