Thumbnail
  • პორტუგალია-საქართველო 7 მარტს საფრანგეთში ჩატარდება
  • რაგბი ევროპა მატჩს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში პორტუგალიის ნაკრები საქართველოს საფრანგეთში უმასპინძლებს, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდება. ამ მოვლენას რაგბი ევროპა სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტით გამოეხმაურა.

“რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო რაუნდში, 7 მარტს, პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა დიდ შერკინებას ველით.

პირველად ხდება, რომ ამ ტურნირის შეხვედრას პარიზი, კონკრეტულად კი, სტად ფრანსე უმასპინძლებს.

ვფიქრობთ, დიდებული შესაძლებლობაა, რათა რაგბის ქომაგები დაირაზმონ და საყვარელი გუნდები ტრიბუნიდან გაამხნევონ”.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 3 ტურის თავზე, 14 ქულით, პირველ ადგილზე ბორჯღალოსნები იმყოფებიან, პორტუგალია კი, მე-2 ადგილზეა და ერთადერთ ნაკრებად რჩება, რომელსაც გარკვეული შანსი აქვს, საქართველოს პირველობაში შეეცილოს.

ცნობისთვის, ქართველ და პორტუგალიელ მორაგბეებს 20-ჯერ უთამაშიათ და “ბორჯღალოსნების” აქტივში 14 მოგებაა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 4-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა. პორტუგალიელებს ბურთებში 469:268-ს ვუგებთ, ლელოებში კი – 55:16-ს.

Next Round of Rugby Europe Championship will see the clash between Federação Portuguesa de Rugby and Georgian Rugby on...

Posted by Rugby Europe on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები