Thumbnail

ევრო 2020 საფრთხეშია! კორონავირუსის გამო უეფა არაფერს გამორიცხავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

კორონავირუსის ეპიდემია იტალიასაც შეეხო. ქვეყნის ჩრდილოეთში პანიკაა და შედეგად, უკვე გასულ კვირას გადაიდო ჩემპიონატის მატჩები, მომავალი ტურის 6 შეხვედრისა და ევროპალიგის მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება გადაწყდა.

კორონავირუსს იტალიაში მსხვერპლი უკვე მოჰყვა 

კორონავირუსის გავრცელებამ საფრთხის ქვეშ, სხვასთან ერთად, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარებაც დააყენა, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი იტალია და მისი დედაქალაქი რომია. უეფას ვიცე-პრეზიდენტი მიშელ უვა უკვე ღიად აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, ტურნირი გაუქმდეს ან სხვა დროისთვის გადაიდოს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს ფეხბურთს, პირველად ტურნირის ისტორიაში, არა ერთი ან ორი, არამედ უეფას წევრი 12 ქვეყნის ამდენივე ქალაქი უმასპინძლებს: ამსტერდამი, ბაქო, ბილბაო, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, გლაზგო, დუბლინი, კოპენჰაგენი, ლონდონი, მიუნხენი, რომი და სანკტ-პეტერბურგი. ტურნირი 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა ჩატარდეს.

ევრო 2020-ის გახსნის მატჩი რომის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გაიმართოს

 
"ამჟამად თვალყურს მოვლენათა განვითარებას ვადევნებთ. ფეხბურთი ქვეყანაში არსებულ ვითარებას უნდა შეესაბამებოდეს. ვცდილობთ, არ შევაჩეროთ ტურნირები. შეჯიბრებები ჩაიშლება, თუკი ვითარება გაუარესდება", - ამბებს უეფას ვიცე-პრეზიდენტი.

არადა, საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ზე მოხვედრის ძალიან კარგი შანსი აქვს

უვას სიტყვები ნიშნავს, რომ ევროპის მთავარ საფეხბურთო ორგანიზაციაში მართლაც უშვებენ ჩემპიონატის გაუქმების შესაძლებლობას. სხვათა შორის, ევრო 2020 ერთადერთი მსხვილი ტურნირი არაა, რომლის მომავალ ზაფხულს ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშაა. უახლოეს სამ თვეში ტოკიოში გასამართი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ბედიც უნდა გაირკვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები