Thumbnail

ვაკო ყაზაიშვილის კიდევ ერთი აღიარება | MLS-ის I ტურის MVP გახდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • AS USA-მ ვაკო ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
  • MLS-მა ქართველი ტურის სიმბოლურში, სათადარიგოთა შორის შეიყვანა.

ესპანური AS-ის ამერიკული ვერსია MLS-ის ყოველი ტურის შემდეგ სიმბოლურ შემადგენლობასა და ტურის MVP-ის ასახელებს. 

ის, რომ სან ხოსეს შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, უკვე გაუწყეთ. გამოცემამ იგი ტურის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედაც დაასახელა.

"სან ხოსეს ტრიუმფის მთავარი ფაქტორი ქართველი ვაკო ყაზაიშვილია, რომელმაც გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა და ტურის MVP-ის წოდებაც დაიმსახურა", წერს გამოცემა.

***

რაც შეეხება MLS ოფიციალურ წყაროს - ორგანიზაციამ ასევე დაასახელა ტურის სიმბოლური ნაკრები და ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოთა შორის მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები