Thumbnail

PREVIEW | გვარდიოლას ბოლო შანსი? რეალი დღეს სიტის მასპინძლობს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 27 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალი V სიტი
  • გვარდიოლა 'ბერნაბეუზე' ბრუნდება - სიტის მადრიდში არასოდეს მოუგია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის პირველ მატჩში, მადრიდის რეალი 'სანტიაგო ბერნაბეუზე' მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. ეს ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მეხუთე დაპირისპირება იქნება. აქამდე ჩატარებული 4 მატჩიდან - 2 რეალმა მოიგო (ორივე ბერნაბეუზე), ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მიმდინარე სეზონმა მანჩესტერელთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან 2 კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიტი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო 2 სეზონი ვერ ითამაშებს. სწორედ ამიტომ, ბევრს მიაჩნია, რომ წლევანდელი ლიგა გვარდიოლასთვის ბოლო შანსია - ესპანელმა სიტით ინგლისში ყველაფერი მოიგო, თუმცა კონტინენტზე არაფერი დაუმტკიცებია.

მანჩესტერ სიტიში ამბობენ, რომ უეფას გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა. კლუბი იმედოვნებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში საკითხისადმი ისეთი დამოკიდებულება არ აქვთ, როგორც კერძოდ ორგანიზაციის ფინანსური ფეირ-პლეის დეპარტამენტში და მის საბჭოში, რომელმაც სიტი დასაჯა.

სიტი დისკვალიფიკაციის შემდეგ გამოცოცხლდა, თუმცა მანკუნიანელებს პრემიერლიგაში მოტივაცია დაკარგული აქვთ - ლივერპულთან 24 ქულას აგებენ. რეალი ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა გასულ ტურში მადრიდელები მეზობელ ლეგანესთან დამარცხდნენ (1:0), სადაც მძიმედ დაშავდა ედენ აზარი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ აქამდე ჩატარებული 4 მატჩიდან - 2 რეალმა მოიგო (ორივე ბერნაბეუზე), ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

⚽ რეალს სახლში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან, მხოლოდ 3 აქვს მოგებული.

⚽ სიტი ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მეშვიდე სეზონია თამაშობს, თუმცა მანჩესტერელების მაქსიმუმი ნახევარფინალია.

მანჩესტერელებს პლეი-ოფის გასვლითი მატჩი ესპანური გუნდის წინააღმდეგ არასოდეს მოუგიათ - 1 ფრე, 4 წაგება.

⚽ 8 მოგება, 4 წაგება - ასე გამოიყურება მადრიდის რეალის შედეგები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ინგლისური გუნდების წინააღმდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - მოდრიჩ, კაზემირო, კროოსი - ისკო, ჯუნიორი, ბენზემა.

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, ფერნანდინიო, ლაპორტი, მენდი - გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი - მაჰრეზი, სილვა, აგუერო.

მატჩს გამოტოვებენ

რეალი: ედენ აზარი (კოჭის ტრავმა), მარკო ასენსიო (მუხლის ტრავმა), 

სიტი: ლეროი სანე (მუხლის ტრავმა), რაჰიმ სტრელინგი (წვივის ტკივილი - შესაძლოა ითამაშოს)

კომენტარები

ბოლო ამბები