Thumbnail
  • U16. საქართველო 1:0 ალჟირი
  • ხვალ, ქართველი ფეხბურთელები მასპინძელ ალბანეთს ეთამაშებიან

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასის 2020 წლის გათამაშების ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ალჟირის 16-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე დავით შიოლაშვილმა გაიტანა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ალბანეთში მიმდინარე ტურნირის მეორე შეხვედრას მასპინძლების წინააღმდეგ 27 თებერვალს გამართავს.

პირველ ტურში ალბანეთი ლიტვას დაუზავდა (2:2), პენალტებში კი ბალტიისპირელებმა 3:2 მოიგეს.

საქართველო 1:0 ალჟირი

საქართველო: მაქაცარია, ქართველიშვილი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ლაცაბიძე, ხუტიაშვილი (67’ ბერია), გ. დავრაშელიძე, ბერიანიძე (67’ გეგიაძე), დვალიშვილი (56’ შიოლაშვილი), ნ. დავრაშელიძე (67’ კალანდაძე).

მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი.

გოლი: 1:0 შიოლაშვილი (65).

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები