Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 119:80 შარლოტ ჰორნეტსი
  • გოგა ბითაძემ 11:32 წუთი ითამაშა

ტორონტოსთან 46-ქულიანი სხვაობით მარცხის შემდეგ, შარლოტთან მატჩი ინდიანა პეისერსისთვის შვება იყო. Bankers Life Fieldhouse-ში ჰორნეტსი აბსოლუტურად უშანსოდ იყო: თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, იყო მომენტი, როცა სხვაობა 27 ქულამდე ავიდა, მეორე ტაიმში კი, სულაც 43 ქულამდე.

შესაბამისად, ინდიანას მთავარი მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი თავს უფრო თავისუფლად გრძნობდა. მან გოგა ბითაძე ამჯერად 11 წუთი და 32 წამი ათამაშა და პეისერსის 20 წლის ქართველმა ცენტრმაც შედეგები დადო: გოგას ანგარიშზე 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასია. ასევე: 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც. ბითაძეს სულ 3 სროლა ჰქონდა, აქედან 2-ჯერ სამქულიანი ესროლა და 1 ჩააგდო. პლუს, ორივე საჯარიმო გამოიყენა. მან ოთხივე მოხსნა დაცვაში გააკეთა, ბური სამჯერ დაკარგა და 4 პერსონალური მიიღო. საბოლოოდ, +/- კოეფიციენტი -4 გამოუვიდა.

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის მომენტები შარლოტთან

ყველაზე პროდუქტიული დომანტას საბონისი იყო - 21 ქულით (8/10), 15 მოხსნით და 9 პასით - ლიეტუველს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. მასპინძლებმა პირველ 24 წუტში სროლების 68,3 პროცენტი ჩააგდეს (აქედან 8/12 სამქულიანი). მაილს ტერნერმა 10 მოხსნა გააკეთა. ცენტრს მარტო პირველ ტაიმში 6 ბლოკშოტი ჰქონდა, საბოლოო ჯამში კი - 8. ტი ჯეი უორენმა 19 ქულა დააგროვა, მალკოლმ ბროგდონმა 15 ქულა და 7 პასი.

ინდიანა პეისერსს 58 მატჩის შემდეგ 34 მოგება და 24 მარცხი აქვს. გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. პეისერსი მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, პორტლენდთან გამართავს.

📺 ვიდეო: ინდიანა 119:80 შარლოტი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები