Thumbnail
  • ნაპოლი 1:1 ბარსელონა
  • საპასუხო მატჩი 18 მარტს კამპ ნოუზე

ნეაპოლის "სან პაოლოზე" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ნაპოლიმ ბარსელონას უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ახლა ყველაფერი 18 მარტს "კამპ ნოუზე" გადაწყდება, სადაც კიკე სეტიენის გუნდი ფავორიტი იქნება.

📺 1:0 მერტენსი 30'

ზიელინსკის პასით დრის მერტენსმა აუღებელი დაურტყა საჯარიმოს ხაზიდან ტერ შტეგენს.

ტაიმიც ასე დასრულდა, ბარსელონამ პირველ ტაიმში საერთოდ ვერ შეძლო კარის ჩარჩოში ზუსტად დარტყმა. 

📺 1:1 გრიზმანი 57'

ბუსკეტსისა და სემედუს შესანიშნავი კომბინაცია ანტუან გრიზმანმა დააგვირგვინა. 

📺 არტურო ვიდალის გაძევება

მატჩის მიწურულს არტურო ვიდალმა ჯერ იუხეშა, რისთვისაც მსაჯმა გააფრთხილა, შემდეგ კი იკამათა და მსაჯმა ის მოედნიდან მიაბრძანა. მატჩის ბოლოს ჟერარდ პიკემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი.

საინტერესო ფაქტები

⚽ დრის მერტენსის გოლი ბარსელონას კარში მისთვის 121-ე იყო ნაპოლის მაისურით. ის ყველა დროის ბომბარდირ მარეკ ჰამშიკს გაუთანაბრდა.

⚽ ჯენარო გატუზო და კიკე სეტიენი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დებიუტანტი მწვრთნელები არიან.

⚽ პირველ ტაიმში ბარსელონა მეტოქის საჯარიმოში სულ სამჯერ შეეხო ბურთს. ეს ლიგაზე მათი ყველაზე ცუდი შედეგია 2018 წლის შემდეგ (რომასთან).

⚽ ანტუან გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 2017 წლის მერე პირველი გოლი გაიტანა.

⚽ კიკე სეტიენი ბარსელონას პირველი მწვრთნელია, ვინც ლიგაზე დებიუტი მოგებით ვერ აღნიშნა 1997 წლის შემდეგ.

ნაპოლი 1:1 ბარსელონა

გოლები: 1:0 მერტენსი (30), 1:1 გრიზმანი (57)

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - რუი, მაკსიმოვიჩი, მანოლასი, დი ლორენცო - რუისი, დემე (80. ალანი), ზიელინსკი - კალეხონი (74. პოლიტანო), მერტენსი (54. მილიკი), ინსინიე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, უმტიტი, პიკე (93. ლონგლე), ფირპო - ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (56. არტური) - მესი, გრიზმანი, არტურო ვიდალი 

კომენტარები

ბოლო ამბები