Thumbnail

ინციდენტი სამხრეთ აფრიკაში - ფანი მსაჯებსა და ფეხბურთელებს BMW X5-ით გამოეკიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინციდენტი სამხრეთ აფრიკის რანგით მე-4 დივიზიონში
  • სამხრეთ აფრიკის დაბალ ლიგებში ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა

სამხრეთ აფრიკის რანგით მე-4 დივიზიონის საფეხბურთო მატჩში ინციდენტი კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. ლუკა ბოლ კონტროლერსი პოლკვანე სიტი როვერსს მასპინძლობდა. მასპინძელთა ერთ-ერთი ფანი მსაჯის გადაწყვეტილებამ გააცოფა - მოახტა თავის BMW X5-ს და მერე ეს მოხდა:

თვითმხილველთა მტკიცებით, ეს ინციდენტი მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მოხდა, როვერსი 2:1-ს იგებდა. მასპინძელთა გაბრაზებული ფანის სამიზნე მატჩის მსაჯები და სტუმართა გუნდის ფეხბურთელები იყვნენ. 

"ეს პირი არსაიდან გამოხტა, თამაში მშვიდად მიმდინარეობდა, არ იყო არანაირი დავა ან დაპირისპირება. ვფიქრობ, მისთვის სულ ერთი იყო ვის გადაუვლიდა", - განაცხადა როვერსის მეპატრონე ტაიზერ ტემომ.

ABC Motsepe League-ს  ცუდი რეპუტაცია აქვს. ძალადობა, კორუფცია, კრიმინალური ქმედებები ამ ლიგაში ჩვეულებრივი მოვლენაა. 10 თვის წინათ ამავე ლიგის ერთ-ერთი ფეხბურთელი სასტიკად ცემეს, მიზეზი მისი გუნდის მარცხი იყო.

მართალია, არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიციას ჯერ არც ხულიგანი დაუკავებია. მეტიც, მისი იდენტიფიკაციაც ვერ მოხერხდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები