Thumbnail

'გიორგის პრობლემები აუხსნელია' - ბეჟანიშვილის ცუდი მატჩი NCAA-ს სეზონში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილინოისი 71:59 ნებრასკა
  • ბეჟანიშვილის 13 წუთი და ნული ქულა

NCAA-ს მორიგ მატჩში ილინოისის უნივერსიტეტმა ნებრასკას 71:59 მოუგო, თუმცა ამ გამარჯვებაში გიორგი ბეჟანიშვილის წვლილი მცირეა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტოში ადგილი დაკარგა, ახლა კი სულაც 13 წუთზე მეტი არ უთამაშია. ის მხოლოდ 5 მოხსნით (4 მეტოქის ფარზე) თუ მოიწონებს თავს, ქულა ბეჟანიშვილს არ ჰქონია - 6-ვე ნასროლი ააცილა.

ილინოისს კოფი კოკბერნისა (15 ქულა და 10 მოხსნა) და აიო დოსუნმუს (18 ქულა) კარგმა თამაშმა მოაგებინა.

გიორგი ბეჟანიშვილი 2019/20 სეზონში
7.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.8 პასი

ამ სეზონში ილინოისმა 18 თამაში მოიგო და 9 დათმო, აქედან BIG TEN-ის კონფერენციაში 10-6 ბალანსი აქვს. რეგულარულ სეზონში ილინოისს 4 მატჩი დარჩა (ყველაBIG TEN-ის). 

ის მხოლოდ 13 წუთით ათამაშეს

"გიორგი ბეჟანიშვილის პრობლემები აუხსნელია. ის გასულ სეზონში ილინოისის ნათელი წერტილი იყო, მისთვის მეორე სეზონში კი სადღაც დაკარგა თავისი ჯადოსნური შარმი", - წერს Chicago Tribune.

კომენტარები

ბოლო ამბები