Thumbnail

მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მთავარი მატჩია. გარდა ესპანური და ინგლისური გრანდების დაპირისპირებისა, ეს ორი დიდი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანისა და ხოსეპ გვარდიოლას დუელია.

ზიზუმ ძალიან მოკლე პერიოდში შეძლო ისტორიის შექმნა, რეალში ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2016, 2017, 2018). პეპი ეპოქალური მწვრთნელია - ოღონდ, ბარსელონადან წასვლის შემდეგ (2012) ჩემპიონთა ლიგას ვეღარ იგებს.

ზიდანი თუ გვარდიოლა? პოპსპორტის პოდკასტში ამ თემას სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე და ანალიტიკოსი გიორგი უგულავა განიხილავენ.

გიორგი უგულავა: ზიდანი შედეგების გარანტია!

“რატომ ზინედინ ზიდანი? პირველი და ყველაზე პროზაული არგუმენტი: ზიდანის სამწვრთნელო კარიერა არცთუ ისე ბევრ წელს ითვლის, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი სეზონი, რომელიც მას უტიტულოდ დაემთავრებინოს. რეალს ამ სეზონშიც ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა მაინც ლიდერია. ზიდანი შედეგების გარანტია.

ზიდანი იმ ტიპის მწვრთნელია, რომელიც შედეგების მისაღწევად დიდ ინვესტიციებს არ ითხოვს. ზიდანს ეხერხება, მოახდინოს მის ხელში არსებული ფეხბურთელების შესაძლებლობების მაქსიმალური მობილიზაცია.

ზიდანის კიდევ ერთი ღირსება: მას შეუძლია, სწორი ბალანსი იპოვოს პრაგმატულ და სანახაობრივ ფეხბურთს შორის. ვერავინ იტყვის, რომ მისი რეალი ცუდ ფეხბურთს თამაშობს. ზიდანი იმ ტიპის მწვრთნელია, რომელიც ნებისმიერ დიდ გუნდს მოერგებოდა.”

📋 გიორგი უგულავას ანალიტიკური სტატიები

სანდრო ცნობილაძე: პეპმა გენიალური სისტემა შექმნა

“რა თქმა უნდა, პეპი! ადამიანი რომელმაც დახვეწა, ის რასაც წლების მანძილზე აღფრთოვანებაში მოვყავდით. შექმნა გენიალური სისტემა, რომელმაც ერთმანეთში შედეგის და სანახაობის არანორმალურად მაგარი შერწყმა მოგვცა.

არგუმენტი რომ პეპს სხვაგან არ მიუღწევია ისეთი ჰარმონიისთვის, როგორსაც ბარსაში მიაღწია, მით უმეტეს ზიდანთან შედარებისას, ზიზუს აპოლოგეტებს არ გამოადგებათ. 

სამაგიეროდ, გვარდიოლას დამცველებისთვის ურყევი არგუმენტია ის, რომ კლუბის წიაღში მთავარი მწვრთნელის ძებნის ტენდენცია ბარსამ დანერგა და ყველაზე კარგად პეპით განასახიერა. ზიდანის მაგალითი კი რეალის მხრიდან უფრო პლაგიატს ჰგავს.”

🎧 POP PODCAST | ზიდანი თუ გვარდიოლა

🎙 საუბრობენ: გიორგი უგულავა (პოპსპორტის ანალიტიკოსი), სანდრო ცნობილაძე (სპორტული კომენტატორი)

📺 youtube

🎵 soundcloud

 

კომენტარები

ბოლო ამბები