Thumbnail

ამხანაგური მატჩი | U19 საქართველოს ნაკრებმა მაკედონიას 5:1 მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩრდ. მაკედონია 1:5 საქართველო
  • 28 თებერვალი: ჩრდ. მაკედონია V საქართველო

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაშია, სადაც ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორი ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი.

პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა დიდი უპირატესობით, 5:1 მოიგო. პირველი ტაიმი 3:1 მორჩა, მეორე ნახევარში კი ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. რამაზ სვანაძის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას 28 თებერვალს სკოპიეში გამართავს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები