Thumbnail

ლებრონის მოთხოვნა - რატომ ვერავინ ნახა ის კობი ბრაიანტის მემორიალზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ლოს ანჯელესის Staples Center-მა კობი ბრაიანტის მემორიალს უმასპინძლა, სადაც 20 ათასამდე ადამიანი NBA-ს ლეგენდას დაემშვიდობა. მრავალ მიწვეულ სტუმარს შორის იყო ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, თუმცა მან კატეგორიულად ითხოვა, რომ კადრში არ მოხვედრილიყო.

მართლაც, სიტყვით გამოსულთა შორის ლებრონი არ ყოფილა და ის არცერთი კამერის ობიექტივში არ მოხვედრილა, თუმცა დარბაზში ნამდვილად იყო.

NBA-ს სხვა თანამედროვე ვარსკვლავებიდან ბრაიანტის მემორიალს სტეფ კარი, დრეიმონდ გრინი, ჯეიმს ჰარდენი, რასელ უესტბრუკი და სხვები დაესწრნენ. NBA-ს დიდების დარბაზიდან მონაწილეობას იღებდნენ: ბილ რასელი, მაიკლ ჯორდანი, შაკილ ო'ნილი, ფილ ჯექსონი, მეჯიქ ჯონსონი, ჯერი ვესტი, ქარიმ-აბდულ ჯაბარი და სხვები.

ლებრონმა 31 იანვარს პორტლენდთან მატჩის წინ Staples Center-ში ილაპარაკა კობიზე და მას ძმა უწოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები