Thumbnail

ახალი სპონსორი, ეკიპირება და ავტობუსი - სიახლეები ქუთაისის ტორპედოში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტორპედოს ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია ედენარო იქნება
  • ქუთაისურ კლუბს ფანშოპი, ახალი ეკიპირება და ახალი ავტობუსი ექნება

მას შემდეგ, რაც ქუთაისის ტორპედოს ფაბიო მანინოს სახით ახალი მფლობელი გამოუჩნდა, კლუბში სასიკეთო ძვრებია. დღეს, იტალიელმა ინვესტორმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საინტერესო სიახლეები გაჟღერდა.

ტორპედოს ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია ედენარო იქნება. ქუთაისური კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ედენარო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ გაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის კრიპტოვალუტით, რითიც გამოირჩევა კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.

ტორპედოს ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია ედენარო იქნება. ედენარო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ...

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2020

კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტორპედოს ფანშოპი ექნება, სადაც კლუბის ეკიპირება გაიყიდება. გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიის გახსნას გარკვეული დრო დასჭირდება, პირველ ეტაპზე გულშემატკივარს პროდუქციის შეძენა ონლაინში შეეძლება.

ქუთაისის ტორპედოს ახალ სეზონში განახლებული ავტობუსი ექნება. მასზე დატანილი იქნება საქართველოს დროშა და კლუბის მიერ მოპოვებული ტიტულები წლების მიხედვით. ავტობუსი შავი ფერის იქნება.

🚌 "ტორპედოს" ახალ სეზონში განახლებული ავტობუსი ექნება. მასზე დატანილი იქნება კლუბის მიერ მოპოვებული ტიტულები წლების მიხედვით. გარდა ამისა, იქნება საქართველოს დროშაც. 🇬🇪

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2020

ასევე, აღსანიშნავია, რომ ტორპედოს ახალი ეკიპირება ექნება. ქუთაისურ გუნდს კომპანია კაპა შემოსავს. კლუბმა ახალ ფორმებში რამდენიმე ფეხბურთელი წარადგინა, მათ შორის უკრაინელი ლეგიონერი ივან ბობკო და გუნდის კაპიტანი ვაჟა ტაბატაძე.

ტორპედოს Kappa შემოსავს

ტორპედოს 2020 წლის სეზონში იტალიური Kappa შემოსავს. 💪

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები