Thumbnail

ევროპაბეთსა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ევროპაბეთი და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია პარტნიორები გახდნენ
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge  

კომპანია ევროპაბეთსა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ევროპაბეთი სტრონგმენებს აქტიურად დაუჭერს მხარს და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს. მემორანდუმს ხელი ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი გულბანმა მოაწერეს.

ლაშა გოგუა, ვალერი გულბანი და ჭაბუკა ჭიღლაძე

ვალერი გულბანი (საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი)
"მოხარული ვარ, რომ ევროპაბეთი დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. ეს არის რეაქცია საზოგადოების მხრიდან მოთხოვნაზე, რომ კერძო სექტორმა მეტი სოციალური პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და მოგებისა და შემოსავლების მაქსიმიზაციის გარდა, ასევე იზრუნოს იმ გლობალურ, საზოგადოებისათვის საჭირო ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის ხელშეწყობა და მრავალი სხვა. გვჯერა, რომ ჩვენსა და ევროპაბეთს შორის მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას შედეგი ექნება და მათ სხვა წარმატებული კომპანიებიც მიბაძავენ."

ჭაბუკა ჭიღლაძე - ქართველი სთრონგმენი

ჭაბუკა ჭიღლაძე (სთრონგმენი)
"მოხარული ვარ ჩვენსა და ევროპაბეთს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმებით. ევროპაბეთის მხარდაჭერით, 29 თებერვალიდან კიევში, საერთაშორისო ტურნირში ჩავერთვებით. საკმაოდ რთული მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ველოდები, რომ საუკეთესო სამეულში მოვხვდები და საპრიზო ადგილს დავიკავებ. შეჯიბრში მონაწილეობას 17 სპორტსმენი მიიღებს. ტურნირს სთრონგმენის ძველი სკოლა ჰქვია და იგი ძველი მოძრაობებით იმართება. სპორტი ვითარდება, მასში ახალი მოძრაობები შემოდის და ძველს ივიწყებენ. რეალურად, ძველი მოძრაობები უფრო რთული შესასრულებელია. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ ტურნირისთვის მზადების პერიოდი საკმაოდ რთული იყო. საბოლოოდ ყველაფერი ფიცარნაგზე გამოჩნდება."

ქართველი სთრონგმენები კიევის ტურნირზე მიემგზავრებიან

📋 მეტი ამ თემაზე:

რამდენიმე თვის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, „პასუხისმგებლიანი თამაში“ დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: „დროის კონტროლის“ ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიული ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.

კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ყოველი კვარტალის ბოლოს ევროპაბეთი წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები