Thumbnail
  • როგორ გაიგეს ლეიკერსის მოთამაშეებმა კობის დაღუპვა
  • მათი პირველი ემოცია და რეაქციები
  • კობის კატასტროფის დროს ლეიკერსი ფილადელფიიდან მოფრინავდა

დაღლილი მოთამაშეები ფილადელფიის აეროპორტში ჩასასხდომად ემზადებოდნენ. ლოს ანჯელეს ლეიკერსი თავის 10-დღიან გასვლით მოგზაურობას ასრულებდა - 5 თამაში მთელი ამერიკის მასშტაბით. ფრენა 11 საათზე იყო დაგეგმილი (ამ დროს კალიფორნიაში ჯერ დილის 8 საათია) და 14:05-ზე კალიფორნიაში უნდა ყოფილიყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ კვირა დღე მოთამაშეებს თავისუფალი ექნებოდათ ჰიუსტონში, ბოსტონში, ნიუ იორკსა და ფილადელფიაში მოგზაურობის შემდეგ.

ტექნიკური პერსონალი და მედია ჯგუფი უკან ისხდნენ, მოთამაშეები და მწვრთნელები ცალკე. ეს ის ფრენა იყო, როდესაც მოთამაშეები ჩასხდომის შემდეგ მაშინვე ძილზე ფიქრობენ, იქამდე, სანამ ფრენა დაიწყება.

მაგრამ ყველამ ვერ შეძლო დაძინება.

ლეიკერსის მწვრთნელი ფრენკ ფოგელი წინა დღის თამაშს უყურებდა - ლეიკერსის მარცხს ფილადელფიაში (108:91). ცუდი თამაშის მიუხედავად, ლებრონმა კობი ბრაიანტს გადაასწრო NBA-ში ჩაგდებული ქულების მიხედვით და ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა - სიმბოლურია, რომ მას ეს სწორედ კობის მშობლიურ ქალაქში გააკეთა.

ლებრონ ჯეიმსი და კობი ბრაიანტი

სწორედ იმ დროს, როდესაც ფოგელი უყურებდა, თუ როგორ უსწორდებოდა მის გუნდს ფილადელფია, მასთან ლეიკერსის მედია-კომუნიკაციების დირექტორი ალისონ ბაგლი მივიდა. მან თავის ტელეფონში ნახა ახალი ამბავი - კობი ბრაიანტი შვეულმფრენის კატასტროფაში დაიღუპა!

ფრენკ ფოგელი: ‘ეს ძალიან ცუდ დროს მოხდა, რაღაც გიჟური ამბავი იყო. ეს არ შეიძლება მართალი ყოფილიყო. შეუძლებელია. ველოდებოდი, რომ ეს ტყული აღმოჩნდებოდა.’

ბაგლი, რომლის კარიერაც ლეიკერსში ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, კლუბს კალიფორნიაში ეკონტაქტებოდა და ცდილობდა, დამატებითი ინფორმაცია მოეძიებინა. მალევე მას ჯინი ბასმა უპასუხა, ლეიკერსის მფლობელმა და პრეზიდენტმა. ეს მართალი იყო. კობი წავიდა!

ფრენკ ფოგელი: ‘როცა მივხვდი, რომ ეს სიმართლე იყო და ესეიგი მოთამაშეებსაც შეიძლება ენახათ ეს ამბავი, ვიგრძენი, რომ როგორც მათ მწვრთნელს და ლიდერს, პირველს ეს მე უნდა მეთქვა.’

‘თვითმფრინავში ვერ ვიძინებ ხოლმე, ამიტომაც აიპადს ვუყურებ.’ - ამბობს ენტონი დევისი.

დევისი ‘ევენჯერს: ენდგეიმს’ უყურებდა, თუმცა აიპადის კუთხეში ხედავდა, რომ ლეიკერსთან დაკავშირებული ახალი ამბების რაოდენობა იზრდებოდა. სწორედ ამ დროს შეაჩნია დემარკუს კაზინსი და დუიატ ჰოვარდი, რომლებიც მას ყურადღების მისაპყრობად ხელს უქნევდნენ - დევისმა ყურსასმენები მოიხსნა.

ენტონი დევისი: ‘ყურსასმენები მოვიხსენი და დუაიტმა მითხრა: ‘კობი მოკვდა’. იმდენად მჯეროდა, რომ კობი დაუმარცხებელი და რაღაცნაირად უკვდავია, რომ ვიკითხე - რომელი კობი? იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა, ეს კობი ბრაიანტი ყოფილიყო. მან ეს რამდენჯერმე გამიმეორა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე გაცნობიერება. ლებრონს ეძინა და მისი გაღვიძება ვცადე.’

ამ დროს გუნდში უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა. მოთამაშეები ტელეფონში იყვნენ და თვითმფრინავის WiFi-თ ცდილოდნენ, ახალი ამბები გაეგოთ. რეაქცია ყველას ერთი ჰქონდა - ‘ეს არ შეიძლება მართალი იყოს.’

ლებრონს უბრალოდ არ შეეძლო, ეს ამბავი მიეღო. ‘გთხოვთ ნუ დამცინით’ - ამბობდა ლებრონი. დუაიტ ჰოვარდმა ტირილი დაიწყო: ‘არა, ეს მართალია.’

ჰოვარდს, რომლის პირველი მცდელობა, ლეიკერსში კარიერა დაეწყო, ცუდად დასრულდა, კობისთან იმ დროს არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, მან ეს ამბავი იმ მომენტში ყველაზე სწრაფად გააცნობიერა და ყველაზე მეტად გამოხატა, რას გრძნობდა. ჰოვარდი თავისი 210 სანტიმეტრით და 130 კილოთი უახლოეს ტუალეტში შევარდა და იქ ხმამაღლა ატირდა.

📋 წაიკითხე ვინ იყო ყველაზე გავლენიანი ადამიანი კობის ცხოვრებაში და როგორ გახდა BLACK MAMBA

ფილ ჰენდი, კალათბურთის სამყაროში მიღებული და ძალიან რესპექტაბელური პირადი მწვრთნელი, ლეიკერსს 2011 წელს შეუერთდა. წლების განმავლობაში ის იმაზე ზრუნავდა, რომ კობი ფორმაში ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ჰენდი ანალოგიურ საქმეს 2016 წელს კლივლენდში ლებრონ ჯეიმსთან ასრულებდა, შემდეგ კი 2019 წელს კავაი ლეონარდთან მუშაობდა, ლეიკერსმა იგი ხელმეორედ აიყვანა გუნდში.

იგი ფრენკ ფოგელმა გააღვიძა და კობის ამბავი უთხრა. ‘კინაღამ სავარძლიდან გადმოვარდი,’ - ასეთი იყო ჰენდის რეაქცია. ტუალეტისკენ წავედი და ამ დროს კაირი ირვინგმა დაიწყო რეკვა. 10-ჯერ მაინც დამირეკა. აღება არ შემეძლო. ვიცოდი, რომ კაირი, რომლისთვისაც კობი მენტორი და მასწავლებელი იყო, განადგურებული იქნებოდა. ჰენდი კაირის კლივლენდში წვრნიდა და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ლაპარაკის სურვილი რომც ჰქონოდა, 12 კილომეტრის სიმაღლეზე სატელეფონო სერვისი უბრალოდ არ მუშაობდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

როდესად ლეიკერსის დაცვის სამსახურის ერთ-ერთმა წევრმა ეს ამბავი გაიგო, მას მაშინვე კობის ტრადიციული მარშრუტი გაახსენდა. ის კობის და მის ოჯახს დიდხანს ემსახურებოდა და იცოდა, რომ კობი თავისი სახლიდან მამბას-აკადემიაში ხშირად დაფრინავდა. გაახსენდა ისიც, რომ შაბათ-კვირას იქ თამაშები ჯიანას ჰქონდა ხოლმე.

ამ დროს ფრენკ ფოგელმა უკვე ყველა დეტალი იცოდა: კობი, ჯიანა და კიდევ 7 კაცი!

ფოგელი ყველა მოთამაშესთან ცალ-ცალკე მივიდა. ზოგიერთმა ეს ამბავი უკვე იცოდა და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ.

ენტონი დევისი: ‘ყველა ტიროდა. ეს რაღაც დაუჯერებელი ამბავი იყო. შოკში ვიყავით. იმიტომ, რომ კობი ყველასთვის იმდენად ახლო, იმდენად ძვირფასი იყო...

ლებრონმა, რომელმაც კობის მილოცვა წინა საღამოს მიიღო და დილასაც გამოფრენის წინ ელაპარაკა მას, მოთამაშეები ზუსტად იმ ადგილზე შეკრიბა, სადაც ისინი გამარჯვებების შემდეგ ფოტოს იღებდნენ ხოლმე. ჯეიმსმა, რომელმაც წინა დღეს თავის ფეხსაცმელზე - ‘Mamba 4 Life’ დაიწერა, გუნდთან ერთად ლოცვა დაიწყო.

ლებრონ ჯეიმსი: ‘შეიძლება გავგიჟებულიყავი. ვიგრძენი, რომ ყველა ერთად უნდა ვყოფილიყავით და მადლობა გვეთქვა მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შეიძლება მისი ბოლომდე კარგად ვერ გაგვეგო, ვიცი, რომ მას შეცდომა არასოდეს დაუშვია. იმედი მაქვს, რომ ის ვანესას და თავის შვილებს ზემოდან პატრონობს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველას ზემოდან გვიყურებს. ეს განცდა მოვიდა ჩემთან.’

კალიფორნიაში ჩასვლამდე დარჩენილი ორი საათი სულისშემხუთავ სიჩუმეში გავიდა. ქვინ კუკი თავის ფოტოებში კობისთან ერთად გადაღებულ ფოტოს ეძებდა, ჰენდიმ ტუალეტიდან გამოსვლა თითქმის 1 საათი ვერ შეძლო - ისტერიკაში იყო.

ენტონი დევისი: ‘უბრალოდ გვინდოდა, რომ თვითმფრინავი, რაც შეიძლება, სწრაფად დაგვეტოვებინა.’

ყველამ იცოდა, რომ ისინი დაეშვებოდნენ იმ სამყაროში, რომელიც უკვე ძალინ შეიცვალა. 

'უბრალოდ გვინდოდა, რომ თვითმფრინავი, რაც შეიძლება სწრაფად დაშვებულიყო, - ეს ენტონი დევისის სიტყვებია, -  ჩვენს ოჯახებთან ერთად ყოფნა გვინდოდა. ხომ გესმით? სახლში დაბრუნება."

📋 მომზადებულია ESPN-ის სტატიის მიხედვით

კომენტარები

ბოლო ამბები