Thumbnail

საქართველო V ბელარუსი | ერთი თვით ადრე, ბილეთების 95% გაყიდულია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება
  • ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე დინამო არენას სალაროებში

26 მარტს, საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში ბელარუსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში გავა, სადაც კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებულ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება. 

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო-ბელარუსის მატჩი გულშემატკივრებში კოლოსალურ ინტერესს იწვევს. თამაშამდე ერთი თვით ადრე, ბილეთების 95% გაყიდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. დარჩენილი ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე დინამო არენას სალაროებში.

🇬🇪🇧🇾

🇬🇪🇧🇾 მატჩამდე 1 თვით ადრე ბილეთების 95 % გაყიდულია ! დარჩენილი ბილეთების შეძენა შეგიძლიათ დინამო არენას სალაროებში ან ინტერნეტით 👉 https://tkt.ge/football

Posted by Georgian Football Federation on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები