Thumbnail

'უკვე ძნელია იტალიის გამართლება, საქართველო თავისას ითხოვს' - PA ექვს ერზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • PA ექვსი ერის მთავარ პრობლემაზე
  • იტალიელებმა ზედიზედ 25-ე მატჩი დათმეს

Press Association-მ ექვსი ერის პირველობის მესამე ტურის შეჯამება გამოაქვეყნა - "ხუთი რამ, რაც ექვსი ერის ამ უქმეების მატჩებში გავიგეთ". ერთ-ერთი თავი მთლიანად ეძღვნება იტალიის ნაკრების ცუდ გამოსვლას. 

შეგახსენებთ, რომ იტალიამ შინ 0:17 დათმო შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში.

"ყოველი ეტაპის შემდეგ ისმის ხმამაღალი საუბარი იმაზე, თუ რამდენ ხანს უნდა ჰქონდეს კიდევ იტალიას გარანტირებული პოზიცია ევროპის ელიტაში? 

რომში 0:17 მარცხის შემდეგ გრძელდება მათი მოუგებელი სერია ჩემპიონატში - ეს სერია უკვე 5 წლისაა და 25 მატჩს ითვლის. ძალიან რთულია, იტალიის ნაკრების პოზიციის გამართლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო დაჟინებით ითხოვს თავისას, თანაც უკვე დაიბადა ამბიციური გეგმა  ტურნირზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების დამატების შესახებ", - წერს სააგენტო. 

მაშინ, როცა იტალიის ნაკრები მიჯრით აგებს და რეიტინშგი მე-14 პოზიციაზე დაეშვა, საქართველო რეიტინგში მე-12-ეა. ახლახან "ბორჯღალოსნებმა" ბელგიას ქუთაისში 78:6 მოუგეს. "იმედია, საქართველო მალე აღარ ითამაშებს ჩვენს დივიზიონში", - თქვა ბელგიელების თავკაცმა ამ მატჩის შემდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები