Thumbnail

ლოს ანჯელესში კობი ბრაიანტის მემორიალი დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საღამო ბიონსეს სიმღერით გაიხსნა
  • მემორიალზე ყველა ბილეთი გაიყიდა, თანხა სპეციალურ ფონდს მოხმარდება

კობი ბრაიანტის ტრაგიკული დაღუპვიდან 4 კვირის შემდეგ ლოს ანჯელესის Staples Center ლეიკერსის ლეგენდარულ კალათბურთელს ეთხოვება - კობი ბრაიანტის მემორიალი სახელწოდებით Celebration of Life უკვე დაიწყო ამ დარბაზში დაახლოებით 3 საათს გასტანს. 

Staples Center კობის მემორიალზე

24 თებერვალი სპეციალურად შეირჩა, რადგან კობი ბრაიანტი 24-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ხოლო მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა 2 ნომრით. პირველად მემორიალის შესახებ კობის მეუღლე ვანესამ ინსტაგრამზე გამოაცხადა. 

ბილეთების ფასიც სიმბოლური იყო - 24-დან 224 დოლარამდე. ყველა ბილეთი, რა თქმა უნდა, გაიყიდა და ის Mamba and Mambacita Sports Foundation-ს მოხმარდება. 

ლოს ანჯელესის ქუჩებში

მემორიალი ბიონსეს სიმღერით გაიხსნა. სიტყვით გამოვლენ NBA-ს კომისიონერი ადამ სილვერი. ჯერი ვესტი, ლეიკერსის გენერალური მენეჯერი 1996 წელს, მეჯიქ ჯონსონი, შაკილ ო'ნილი, ფილ ჯექსონი, ლებრონ ჯეიმსი და სხვები. 

მემორიალს ესწრებიან კობის მეუღლე ვანესა, მისი ქალიშვილები - 17 წლის ნატალია, 3 წლის ბიანკა და კაპრი. კობის მშობლები, ჯო და პემ ბრაიანტები და სხვები. 

Celebration of Life (live)

კომენტარები

ბოლო ამბები