Thumbnail

U16 საქართველო | განვითარების თასზე ალბანეთის, ალჟირისა და ლიეტუვას წინააღმდეგ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ზურაბ ხიზანიშვილმა მოახლოებული ტურნირისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია
  • ქართველი 16-წლამდელები პირველ მატჩს 25 თებერვალს ალჟირთან ჩაატარებენ

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ალბანეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას უეფას განვითარების თასში მიიღებს.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა საერთაშორისო ტურნირისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია.

16-წლამდე ნაკრები 2020 წლის განვითარების თასის ფარგლებში მასპინძელ ალბანეთთან ერთად, ალჟირისა და ლიეტუვას გუნდებს დაუპირისპირდება.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (სფფ აკადემია, რუსთავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი).

​მცველები: გიორგი აღდგომელაშვილი (დინამო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო, თბილისი), თორნიკე მოლაშვილი (დინამო, თბილისი), შაქრო დვალიშვილი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ბართია (საბურთალო, თბილისი), დავით ქართველიშვილი (საბურთალო, თბილისი), ზვიად ხაბურზანია (სფფ აკადემია, რუსთავი).

ნახევარმცველები: გიორგი დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), საბა გეგიაძე (დინამო, თბილისი), დავით ბერია (საბურთალო, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო, თბილისი), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია, რუსთავი), დავით შიოლაშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ბერიანიძე (საბურთალო, თბილისი), რატი ხუციაშვილი (დინამო, თბილისი).

​თავდამსხმელები: ნიკოლოზ დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი, თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (სფფ აკადემია, რუსთავი).

​საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები განვითარების თასის პირველ შეხვედრას 25 თებერვალს ალჟირის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

2020 წლის განვითარების თასის განრიგი

25 თებერვალი, 14:00​
საქართველო - ალჟირი

27 თებერვალი, 14:00
ალბანეთი - საქართველო

1 მარტი, 14:00
ლიეტუვა - საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები