Thumbnail
  • თორნიკე შენგელია პრესტიჟული ჯილდოს მაძიებელთა შორისაა
  • გამარჯვებულის ვინაობა სეზონის ბოლოს გვეცოდინება

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის (ACB) ოფიციალურმა ვებგვერდმა სეზონის ყველაზე სანახაობრივი მოთამაშის პრიზის კანდიდატთა სამეული დაასახელა, რომელთა შორის ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელის ვინაობა სეზონის ბოლოს გაირკვევა და მანამდე, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს, თუმცა, ამჟამინდელი გამოთვლები უკვე ცნობილია.

შენგელიას აქტივში 21 ქულაა და ის მე-3 ადგილზეა, ბილბაო ბასკეტის ცენტრი ბენ ლამერსი (30 ქულა) მეორეა, ამჟამინდელი ლიდერი კი კიდევ ერთი ამერიკელი, უნიკახას გამთამაშებელი ჯოშ ადამსია (33 ქულა).

შეგახსენებთ, რომ 28 წლის შენგელია მიმდინარე სეზონის სტატისტიკურ ლიდერთა შორის იმყოფება. სარგებლიანობის კოეფიციენტის (18.6) მიხედვით, ის მე-4 ადგილზეა და მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩს (ბარსელონა, 25.2), გიორგი შერმადინსა (ტენერიფე, 24.3) და კლემენ პრეპელიჩს (ხუვენტუტი, 19.6) ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები