Thumbnail

'ჩვენი მიზანი ფინალურ ტურნირზე თამაშია' - მამუკელაშვილს ორმაგი დუბლი ჩაუთვალეს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სანდრო მამუკელაშვილის კომენტარი გამარჯვების შემდეგ
  • ამერიკული მედია ქართველ ფორვარდზე

NCAA-ში მორიგი თამაში მოიგო სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა, რომელმაც სენტ ჯონის კოლეჯს 81:65 მოუგო. კონფერენციის ლიდერთა შემადგენლობაში სანდრო 16 ქულით, 10 მოხსნით, 3 პასითა და 2 ჩაჭრით გამოირჩა. 

სხვათა შორის, თავიდან სანდროს სტატისტიკაში 9 მოხსნა დაფიქსირდა, თუმცა საბოლოოდ მას ოფიციალურად ჩაეთვალა ორმაგი დუბლი. 

სანდრო მამუკელაშვილმა კარიერაში მე-6 ორმაგი დუბლი შეასრულა. 

სანდრო მამუკელაშვილი: "NCAA-ს ფინალურ ტურნირზე თამაში ჩვენი მთავარი მიზანია. ვიცით, რომ თუ ჩვენი ძალების მაქსიმუმს გამოვავლენთ და დაცვაში კარგად ვითამაშებთ, ჩვენი შეჩერება შეუძლებელი იქნება. 

პროვიდენსთან თამაშის შემდეგ ბიჭები და მწვრთნელი იმედგაცრუებულნი იყვნენ. ასეთი თამაში გვჭირდებოდა, რათა ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ ისევ ფორმაში ვართ".

Asbury Park Press (app.com) წერს, რომ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ქართველი ფორვარდის თამაში: 

წაიკითხე | 'სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს' - NJ.COM-ის სტატია ქართველ ფორვარდზე

"ერთი თვის წინათ ამ გუნდების მატჩში სეტონ ჰოლი 13 ქულით დამარცხდა. და რა განსხვავება იყო, დარბაზის გარდა? მამუკელაშვილი!

211 სმ. სიმაღლის ფორვარდს უბრალოდ არ ჰყავდა შესაფერისი ვიზავი, სანდრო ნებისმიერ ასპექტში დომინანტი. "დიდმა ბიჭმა" მათ ძალიან უშველა, მეტოქეს ძალიან ნიჭიერი შემადგენლობა ჰყავს", - განაცხადა სენტ ჯონის თავკაცმა მაიკ ანდერსონმა, რომელმაც სანდროს "დიდი ბიჭი" უწოდა. 

მან სამი ასისტი მიითვალა - "როცა მოედანზე გყავს უნივერსალი "მაღალი", როგორიც სანდროა, ვისაც ბურთის გათამაშებაც შეუძლია, ყველაფერი გიადვილდება", - აცხადებს სეტონ ჰოლის ლიდერი მაილს პაუელი.

211 სმ სიმაღლის ფორვარდის საოცარი დრიბლინგი

ESPN-ის ცნობილი რეპორტიორი ბობ ლეი წერს, რომ ის აღფრთოვანებულია "იმ ბიჭის" თამაშით, რომლის გვარის გამოთქმაც ძალიან მიჭირსო.

სოციალურ ქსელში ნიუ იორკის ერთ-ერთი ფანი წერს, რომ სპეციალურად დაესწრო თამაშს, რადგან ნიუ იორკი მომავალ დრაფტზე მაილს პაუელის აყვანით არის დაინტერესებული: "პაუელი ლეგიტიმური კანდიდატია, თუმცა სეტონ ჰოლს ჰყავს სანდრო მამუკელაშვილი, "მაღალი", რომელსაც ბურთის გათამაშებაც შეუძლია. ისიც საინტერესო ვარიანტია".

რეგულარულ სეზონში სეტონ ჰოლს სამი თამაში რჩება: მარკეტთან (29 თებერვალი), ვილანოვასთან (4 მარტი) და კრეიტონთან (7 მარტი). 11-14 მარტს კი გუნდი BIG EAST-ის ჩემპიონშიპში მიიღებს მონაწილეობას. 

კომენტარები

ბოლო ამბები