Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მეორედ გადაიდო. ამჯერად, დელეგატების ქვორუმი არ შედგა. ბოლო ინფორმაციით, არჩევნები მინიმუმ - 10 და მაქსიმუმ 30 დღის შემდეგ ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 კანდიდატი იყო წარდგენილი: გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე. 

ჩაშლილ არჩევნებზე კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გააკეთა. მისი თქმით, ქართულ კლუბებზე ზეწოლა ხორციელდება და შედეგად, მათ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს .

გოჩა სვანიძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “კლუბებზე ზეწოლა მოხდა და დელეგატები არჩევნებზე ამიტომ არ მოვიდნენ. რეგიონების მუნიციპალიტეტების მხრიდან ნამდვილად არ არის ეს ზეწოლა. გვყავს კონკურენტი, პარტიული ადამიანი, რომელსაც თავისი პირადი კავშირები აქვს მაჟორიტარებთან და მათი მხრიდან არის ზეწოლა.

შედეგად, კლუბებმა ბოიკოტი მოუწყვეს არჩევნებს. რაც შეეხება აუდიტს, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დასრულდა სამუშაოები, მაგრამ პირველადი დასკვნა 20 დეკემბერს ანუ ზუსტად იმ დღეს დაიდო, როდესაც ჩვენთან კრების ჩატარება გახდა დასაშვები".

კომენტარები

ბოლო ამბები