Thumbnail

'არ ვაპირებ დღევანდელ არჩევნებზე დასწრებას' - ბაჩო ხურციძის განცხადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დღეს, საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
  • არჩევნებზე 3 კანდიდატია: გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე

დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებზე 3 კანდიდატია წარდგენილი: გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.

სოციალურ ქსელში, ბაჩო ხურციძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა რომ ის არ აპირებს რომ დაესწრო არჩევნებს, მხარდამწერებს კი მოუწოდა, რომ ისე მოიქცნენ, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. ქვემოთ, ხურციძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ...   

ბაჩო ხურციძის განცხადება

“მეგობრებო, დღეს იმართება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. სამწუხაროდ, რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებისათვის მზადების პერიოდში, რაგბიზე ზრუნვა მთლიანად გვერდზე გადადო და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით არჩევნებში გამარჯვებისთვის დაიწყო მზადება. კერძოდ, დაკავებული იყო საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბების ხელოვნურად შექმნით, მისი მომხრე კლუბებისთვის პრემიალური ხმების დაუსაბუთებლად მინიჭებით... რამდენჯერმე ოფიციალურად მოვითხოვე დაუსაბუთებელი ხმების გაუქმება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარებულიყო, თუმცა ჩემი ეს მოთხოვნა სრულიად იგნორირებულ იქნა, ამის გამო არ ვაპირებ დღევანდელ არჩევნებზე დასწრებას.

მადლიერება მინდა გამოვთქვა იმ კლუბების მიმართ, რომლებმაც მართლაც გულწრფელად გამომიცხადეს მხარდაჭერა და მოვუწოდო, დღეს გასამართ არჩევნებზე თავიანთი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება! მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს მეგობრებს, ვისაც გჯეროდათ ჩემი და გვერდში მედექით! ასევე მადლობა ყველას ვინც ჩემი გამოსვლები და სტატიები მოიწონეთ, გააზიარეთ, ან, თუნდაც, არ დაიზარეთ, ნახეთ და წაიკითხეთ. ყველაფერი წინ არის!"

📺 ბაჩო ხურციძის ინტერვიუ პოპსპორტთან (13.12.2019)

კომენტარები

ბოლო ამბები