Thumbnail

ფიურის გეგმები - ჯერ ისევ უაილდერი, შემდეგ ჯოშუა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიური ისევ უაილდერთან იჩხუბებს
  • ჯოშუასთან ბრიტანული დერბი შემდეგ გაიმართება...

კვირას ტაისონ ფიურიმ WBC ქამრისთვის ბრძოლაში დაუმარცხებელი დონტეი უაილდერი საშინლად ცემა და 2015 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

ერთი შეხედვით შემდეგი ნაბიჯი თანამემამულე ენტონი ჯოშუასთან დაპირისპირება და უემბლიზე 90 ათასი კაცის წინაშე გამართული ბრიტანული დერბია, თუმცა ვალდებულებები სხვას ამბობს...

ფიურიმ და უაილდერმა ამ ჩხუბში მიღებული თანხა შუაზე გაინაწილეს, თითოს 25 მილიონი ერგო, ასევე კონტრაქტი ტრილოგიის მესამე და გადამწყვეტ ჩხუბსაც ითვალისწინებს.

მარცხის შემდეგ უაილდერის გუნდს 1 თვე აქვს ახალი კონტრაქტის პირობების მოსაფიქრებლად, სადაც ერთი რამ უკვე განსაზღვრულია, მესამე ჩხუბში ფიური საპრიზო თანხის 60%-ს მიიღებს.

არის მესამე მატჩის საჭიროება? - ბევრის აზრით ფიურიმ პირველი მატჩიც ქულებით სუფთად მოიგო, ახლაც ისეთი მატჩი ვიხილეთ, სადაც ბრიტანელი მთელი 7 რაუნდი აშკარად დომინირებდა... არის კი იმის საჭიროება, რომ მესამე მატჩი ჩატარდეს?! უაილდერს ამის მოსაფიქრებლად 1 თვე აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები